in

ავტონომიური თვითმფრინავი ტვირთს პილოტის გარეშე გადაიტანს

ამ მიზნით Elroy Air და FedEx გაერთიანდნენ

ავტონომიური თვითმფრინავის შექმნის იდეით შთაგონებული კომპანია Elroy Air, ისეთი საფრენი აპარატის გამოცდაზე საუბრობს, რომელიც აფრენასა და დაფრენას დამოუკიდებლად, პილოტის გარეშე, შეძლებს. ამ ინიციატივას კი FedEx-იც უერთდება და მის გამოყენებას ტვირთის გადასაზიდად აპირებს. 

საინტერესოა ისიც, რომ ავტონომიურს თვითმფრინავს — Chaparral C1 500 ფუნტამდე ტვირთი 300 მილის მანძილზე შეუძლია გადაიტანოს. მეტიც, ამბობენ, რომ საფრენი აპარატი ცაში კონვეიერს შექმნის, რომელიც უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე სახმელეთო ტრანსპორტი და უფრო იაფი, ვიდრე ტრადიციული თვითმფრინავი.

ონლაინ კომერციის პოპულარობის გამო კი, FedEx ფიქრობს, რომ ეს მათ ძალიან გამოადგებათ. 

 

FedEx ინოვაციებზეა დაფუძნებული და ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც ლოჯისტიკის ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. მოუთმენლად ველით ტესტირებების ჩატარებას, — ამბობს ჯო სტეფენსი, FedEx Express-ის აღმასრულებელი დირექტორი 

ამჯერად კი კომპანიები ფიქრობენ, თუ რეალურად როგორ შეძლებს FedEx ამ თვითმფრინავის გადაზიდვის სერვისში ჩართვას. Chaparral C1-ის პირველი სატესტო ფრენა კი 2023 წლისთვის იგეგმება.

ეს უფრო მეტ ადამიანთან მიღწევის საშუალებას მოგცემს, თანაც, იმაზე სწრაფად, ვიდრე ოდესმე. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ახალი მომავლის შექმნასა და მომხმარებლებისთვის გზავნილების მიწოდებას მთელ მსოფლიოში, — ამბობს კოფი ასანტე, Elroy Air-ის გუნდის წევრი.

ჩვენ თქვენთვის და ყველა ერთად სპეციალური საჭიროების მქონე უკრაინელი ბავშვებისთვის

WINDFOR’S-მა Google-ის ოფიციალური პარტნიორობა მოიპოვა – რას ნიშნავს ეს?