ერთი შეხედვით კი ჩარჩოში ჩასმულ სურათს მოგაგონებთ, მაგრამ ეს Elsewhere-ის ლიქიორის ახალი შეფუთვაა. როგორც გვეუბნებიან, იგი ძალიან ახლოს დგას ჩინელების დალევის ჩვევასთან… სახელი Elsewhere-იც სწორედ იმ გამოცდილებიდან მოდის, რომ დალევა აერთიანებს ადამიანებს და შორეულ ადგილზე მოგზაურობის მშვენიერ გრძნობასაც თრობა ახლავს თან. შეფუთვაც ჩინური პეიზაჟების ნახატებითაა შთაგონებული, მთავარი ვიზუალური ელემენტი კი მთებია. დიდი და პატარა ზომის ბოთლები მოძრავ პეიზაჟს მოგაგონებთ, რომელშიც ირმები გადაადგილდებიან. ბოთლის ფორმაც უდავოდ მარტივი, მოდური და მდიდარია ტრადიციული ჩინური ესთეტიკის გემოთი.

ღვინო მხოლოდ 2 ან 3-ბოთლიანი შეფუთვებით იყიდება, ყუთის წინა ნაწილი კი გამჭვირვალე მასალისგანაა დამზადებული. Elsewhere-იც გვეუბნება, რომ ლიქიორი დროისა და სივრცის ხელოვნებაა, რასაც ხელშესახებად Riverside Design Studio აქცევს:













