in

გაიცანით სამშენებლო კომპანია „Elt Building“-ის ახალი ლოგო/იდენტობა

ვიზუალური იდენტობა ბრენდზე ბევრ რამეს ამბობს, ის საუბრობს იმაზე, თუ როგორ სურს კომპანიას პოზიციონირება და როგორ აღიქვამს საკუთარ თავს.

სამშენებლო კომპანია „Elt Building“-ში, რომელმაც ლოგო განაახლა,  ამბობენ, რომ ფირუზისფერი ლოგო კომპანიის პირველი პროექტის შთაგონებით შეიქმნა, რომელიც ბათუმში განხორციელდა და ამ ქალაქის ცისა და ზღვის სიმბოლურ ნაზავს წარმოადგენს. ახალი ლოგოს შემუშავებისას, ძირითადი მიზანი იყო ხარისხის, ლიდერობის, სოლიდარობისა და დახვეწილობის გადმოცემა. კომპანიის მთავარი სიმბოლო კონტრასტულად მკვეთრი ფორმებისა და მომრგვალებული ასოებისგან შედგება. როგორც განმარტავენ, ბასრი ფორმები კომპანიის ეთიკასა და პასუხისმგებლიანობას გამოხატავს, სიმრგვალე კი – ერთიანობას.

ახალი ვიზუალური იდენტობის შექმნისას, ძველი ლოგოს ფორმებიც შეინარჩუნეს.

კომპანიის შესახებ

ელთ ბილდინგი” არის სამშენებლო კომპანია, რომელმაც 2017 წელს აქტიური საქმიანობა დაიწყო აჭარაში, კომპანიის მთავარი მიზანია დანერგოს მშენებლობის ახალი სტანდარტი, სადაც ყველა მომხმარებლი პარტნიორია, ხოლო  უძრავ ქონებას მოჰყვება ცხოვრებისა და დასვენებისათვის, ახალი კონცეფციით შექმნილი, კომფორტული უბანი.

“სამშენებლო კომპანია უკვე თანამშრომლობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ბრენდებთან,  ორიენტირებულია განვითარებასა და წარმატებაზე ავარი ღირებულებების დაცვით, როგორებიცაა:

  • გამჭირვალე ურთიერთობების დამყარება;
  • მაღალი სტანდარტის შექმნა ინოვაციური მეთოდების გამოყენებით დიზაინსა და მშენებლობაში;
  • მომხმარებელი, როგორც პარტნიორი უპირველეს ყოვლისა;
  • თანამშრომელი, როგორც გუნდის განუყოფელი ნაწილი”.

[R]

არაფერი ჟღერს სიმართლეზე უკეთ! The New York Times-ის კამპანია

“ამბოხის მათემატიკა” – მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი იმიგრანტების რთულ გზაზე