in

ელტონ ჯონი და მაიკლ კეინი ვაქცინის უსაფრთხოებაში გვარწმუნებენ!

ეს არის ნათელი, თბილი და სახალისო კამპანია

ახლა მთელი მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კრიტიკულ ეტაპზე ვართ – პანდემიისა და მისი თანმდევი შეზღუდვების დაღლილობა სულ უფრო მწვავდება. ამიტომაც, NHS (ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური) მიზნად ისახავს, Covid ვაქცინა შესთავაზოს ყველას, ვინც პირველ ოთხ პრიორიტეტულ ჯგუფს განეკუთვნება. ამისათვის კი კომუნიკაციის ყოველ საშუალებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

სამწუხაროდ, ანტი-ვაქცინური აზრი სწრაფად ვრცელდება და ბევრი ადამიანის ყურადღებას იპყრობს. “ამის საწინააღმდეგოდ კი ვიფიქრეთ, რომ იმედის მომცემი და გამამხნევებელი იქნებოდა ინდუსტრიის კრეატიული გონების გამოყენება და ადგილობრივ ჯგუფებთან თანამშრომლობით ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც ვირუსულად ვრცელდება და თანაც, დამაჯერებელია” – ამბობს კამპანიის რედაქტორი ჯემა ჩარლზი.

NHS England-მა ვაქცინის რეკლამირებისთვის ელტონ ჯონი და მაიკლ კეინი გამოიყენა, რათა კამპანიას ეფექტური სახე მიეღო. ორივე მათგანი იმ ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნება, რომელსაც ვაქცინას ამ ეტაპზე სთავაზობენ. მოღერალი და მსახიობი მსუბუქი, მხიარული ტონით გვარწმუნებენ, რომ ვაქცინაცია უსაფრთხო და უმტკივნეულოა.

საჯარო სამსახურის განცხადების ნათელი, თბილი და სახალისო კამპანია ადამიანებს ცოტაოდენ იმედს მაინც აძლევს. სწორედ არის ის, რაც დღესდღეობით საზოგადოებას სჭირდება.

რეკლამაზე სააგენტო In-house-მა იმუშავა, სადაც სცენარისტი და რეჟისორი სტივენ პაიპი იყო. სააგენტომ უშუალო დაკვეთა კი ლორდ არა დარზისგან, გლობალური ჯანმრთელობის ინოვაციების ინსტიტუტის დირექტორისგან მიიღო.

Sony Music Publishing ბრუნდება! თანაც – ახალი იდენტობით და ლოგოთი!

Learn with Google Arts & Culture – ონლაინ სწავლების ახალი შესაძლებლობა