სტუდია Paramount Pictures-მა ფილმის „როკეტმენი“ ტრეილერი გამოაქვეყნა. ის ბრიტანელ მომღერალ და კომპოზიტორ ელტონ ჯონის ცხოვრებასა და კარიერას ეხება, დაწყებული სამეფო მუსიკალურ აკადემიაში ჩაბარებით, დამთავრებული მუსიკოსის სექსუალური ორიენტაციის აღიარებით. „როკეტმენის“ რეჟისორი დექსტერ ფლეტჩერია, ხოლო ელტონ ჯონის როლს ტერონ ეჯერენტონი ასრულებს.











