„ელვისი“ თავისი აპლიკაციას non-food მიმართულებით ავითარებს. ეს ნიშნავს, რომ თქვენთვის სასურველ მისამართზე, მალე, ბევრ ისეთ პროდუქტსა და სერვისს მიიღებთ, აქამდე რომ არ გიფიქრიათ, ან გიფიქრიათ და ასეთი რამ არც ერთ „დელივერი“ მომსახურებას არ შემოუთავაზებია.
ყველა ახალი იდეისა და ინოვაციისთვის ღია ვართ.
ამ იდეებს შორისაა ფოტოების ბეჭდვა. დღევანდელ ციფრულ სამყაროში, დაბეჭდილ ფოტოს კიდევ სხვა დატვირთვა აქვს – ის განსაკუთრებულ სენტიმენტებს აღგვიძრავს. ამიტომ, ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად გაიგებთ, შეკითხვებს, „სად დავბეჭდო ფოტო“, „Delivery ხომ არ აქვს რომელიმე კომპანიას?“.
„ელვისი“ აღმოჩნდა პირველი, რომელმაც ეს პროდუქტი დაამატა – მის აპლიკაციაში, „ბეჭდვაში“ ირჩევთ „ფოტო ცენტრს“, უთითებთ სურათის სასურველ ზომებს (პარამეტრებს) და ვიზუალებს პირდაპირ თქვენი გაჯეტის Gallery-დან ტვირთავთ. ფოტოებს იმავე დღეს მიიღებთ.
ფოტოების ბეჭდვა, ბოლო დროს, კვლავ აქტუალურია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს სასიამოვნო პროცესთან ნამდვილად არ ასოცირდება. ტრადიციული მეთოდით, ორჯერ მაინც გიწევთ მისვლა, პირველ ჯერზე მეხსიერების ბარათის მისატანად, ზომების შესარჩევად, შემდეგ კი უკვე დაბეჭდილი ფოტოების წამოსაღებად. ან გიწევთ ელ. ფოსტით გაგზავნა, დეტალური აღწერილობით, შემდეგ რამდენჯერმე გადამოწმება, მზად არის თუ არა თქვენი ფოტოები და ბოლოს, ისევ თქვენ გიწევთ მათ წამოსაღებად მისვლა.
„ელვისის“ ახალი ფუნქცია ამ დისკომფორტს სრულიად მოგიხსნით, აღარც სადმე მისვლაა საჭირო, არც დარეკვა და გადამოწმება, პირდაპირ ტელეფონით შეძლებთ შეკვეთად, ელვისი კი ელვის სისწრაფით, სასურველ მისამართზე მოგიტანთ დაბეჭდილ ფოტოებს.
პირველ ეტაპზე, „ელვისი“ მხოლოდ ფოტოებს დაგიბეჭდავთ, მაგრამ მალე, საბუთების ბეჭდვის, აკინძვისა და მიტანის მომსახურების დამატებასაც აპირებენ.
[R]













