in

ელვისი ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს – მიწოდების სწრაფი და კომფორტული სერვისი

ბიზნეს სექტორი სულ უფრო და უფრო ვითარდება და ახალ-ახალი საჭიროებებიც ჩნდება. კერძოდ, დელივერის ფუნქცია, რომელიც დღესდღეობით ასეთი პოპულარულია მომხმარებელში, ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ თქვენ გაქვთ სტარტაპი ან ფლობთ ისეთ ბიზნესს, რომელსაც მიწოდების მომსახურება სწრაფად და ხარისხიანად სჭირდება, მაშინ “ელვისს” თქვენთვის საინტერესო სიახლე აქვს და ესაა “ელვისი ბიზნესისთვის”.

ელვისი ბიზნესისთვის” ახალი სერვისია, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია კურიერის გამოძახება სასურველ ლოკაციაზე პროდუქტის მისატანად. ელვის B2B სერვისით სარგებლობა საკმაოდ მარტივია და სულ რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება. ესენია:
  • საწყისი და საბოლოო ლოკაციების დაფიქსირება
  • ადრესატის საკონტაქტო ინფორმაცია

ამ ნაბიჯების გავლის შემდგომ, კურიერი მოდის მითითებულ მისამართზე და მიაქვს თქვენი ნივთი იქ, სადაც მიუთითეთ. აქვე მნიშვნელოვანია ის უპირატესობაც, რომ თქვენ შეძლებთ პროგრამაში თვალი ადევნოთ შეკვეთის სტატუსს.

ასევე, კომპანია მომხმარებელს Plug and Pay-სთან ერთად დანერგილ საინტერესო სიახლეს სთავაზობს – კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, პირდაპირ თავიანთ ვებგვერდებზე ჩააინტეგრირონ ელვისის პლაგინი, რაც მომხმარებლებს მისცემს საშუალებას, ამ ვებგვერდზე შეძენილი პროდუქტისთვის ავტომატურად გამოიძახონ ელვისის კურიერიც, რომელიც ამ ნივთს იმავე დღეს, სასურველ მისამართზე მიაწოდებს. ამ ფლაგინის დაინტეგრირება შესაძლებელია ნებისმიერ ვებგვერდზე, რომელიც აწყობილია WooCommerce ან wordpress პლატფორმაზე.

ამ სერვისის მთავარი მიზანი ბიზნესებისთვის მათი საქმიანობის გამარტივება და ზედმეტი, რუტინული საქმეების მოშორებაა. ბიზნეს ელვისის უპირატესობა სხვა მიწოდების სერვისებთან ერთად ის იქნება, რომ ის იმავე დღეს მიიტანს შეკვეთას ადგილზე, რაც ხშირი პრობლემაა ბაზარზე, რადგან პროდუქტის მიწოდება ზოგჯერ 2-3 დღეში ან უფრო გვიანაც ხდება.

სერვისით სარგებლობა ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში არის შესაძლებელი, თუმცა მოგვიანებით რეგიონებში გაფართოებაც განიხილება.

ელვის B2B სერვისით უკვე სარგებლობენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: გალერია თბილისი, დრესაპი, 8000 მოსავალი, 9 მთა, ჯოვანი მორა, მონამი და სხვა კოპმანიები.
თუ გსურს, ისარგებლო ელვის B2B სერვისით, შეავსე სააპლიკაციო ფორმა და ელვისის წარმომადგენელი ელვის სისწრაფით დაგიკავშირდება.
სააპლიკაციო ფორმის ბმული

[R]

იცოდით, რომ სხვების თანდასწრებით უფრო პროდუქტიულად მუშაობთ?

Cartier – „მეფეთა სამკაული, სამკაულთა მეფე“