in

ისარგებლე უფასო მიტანით – ელვისზე ლოიალურობის პროგრამა დაიწყო

ელვისმა შექმნა და გააქტიურა ლოიალურობის პროგრამა, რომელში ჩართვაც მის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. ახალი პროგრამის ფარგლებში, ყოველი გადახდილი ლარი ქულების სისტემაში დაკონვერტირდება, სახელწოდებით ელვა — ანუ, მომხმარებლები ელვას დააგროვებენ.

თავის მხრივ, ეს საკმაოდ მარტივი პროცესია — აპლიკაციაში პირველი შეკვეთის გაფორმებისთანავე, მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ლოიალურობის პროგრამაში. სათანადო ქულების დაგროვების შემდეგ კი მას სხვადასხვა სტატუსი მიენიჭება: Basic, Silver ან Gold. 

Basic სტატუსში:

  • 1 ლარი = 1 ელვას
  • მე-3, მე-5 და მე-10 შეკვეთებზე სხვადასხვა უპირატესობა განიბლოკება — ერთჯერადი უფასო მიტანა, გახუთმაგებული ელვები.
  • 1500 ელვის დაგროვების შემდეგ კი მომხმარებელი Silver სტატუსის მფლობელი ხდება

Silver სტატუსში:

  • 1 ლარი = 2 ელვას
  • სილვერ სტატუსის მფლობელები მიტანის სრულ საფასურზე (და არა საბაზისოზე) 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ
  • 15 000 ელვის დაგროვებით ხდებიან Gold სტატუსის მფლობელები

Gold სტატუსში:

  • 1 ლარი = 2 ელვას
  • აქვთ სულ უფასო მიტანა
  • სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია დაფარვის არეალის გარეთ შეკვეთაც (ასეთ დროს მიტანის საფასურსაც იხდის მომხმარებელი)

ელვისის ერთგულ მომხმარებლებს ისიც ემახსოვრებათ, რომ აპლიკაციის გადმოწერისას, ბალანსზე 5 ლარს იღებდნენ საჩუქრად. ეს ფუნქციაც კვლავ დაბრუნდება, თუმცა ოდნავ განსხვავებული სახით — საჩუქარი ელვა ქულების სახით იქნება, კერძოდ, 170 ელვა ქულა, რომლის გამოყენებაც 1 კვირის განმავლობაში ნებისმიერ შეკვეთაზე იქნება შესაძლებელი.

ისიც უნდა დავაზუსტოთ, რომ ელვა ქულებიც 2 ტიპად იყოფა:

  1. ყოველი გადახდისას დაგროვებული ქულები, რომლითაც  სილვერ ან გოლდ სტატუსს უნდა მიაღწიოთ
  2. ასევე, ყოველი გადახდისას დაგროვებული ელვა ბალანსის სახით — თითო ელვა, რომელსაც შეკვეთისას  დააგროვებთ, იქნება ქეშბექივით და მათ დახარჯვას გამოძახებებისას შეძლებთ. 1 ელვა = 0.03 ლარი. ამის გამოყენება შეიძლება, როგორც თითო შეკვეთის დროს, ისე დაგროვების და ერთიანი ფასდაკლების მიღების სახით.

გარდა სარგებლისა, ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მთელ პროცესს თამაშის სახე ექნება. მომხმარებელს ე. წ. Progress Bar გამოუჩნდება, რომელშიც ასახული იქნება, რა ეტაპზე იმყოფება ის, წინ რაიმე „საჩუქარი“ თუ ელოდება და რამდენი ქულა აშორებს ახალ სტატუსამდე.

აღსანიშნავია, რომ პარტნიორი რესტორნებიც გაუგზავნიან ხოლმე თავიანთ ერთგულ მომხმარებლებს საჩუქრებს. მაგალითად, თუ ადამიანს 10-ჯერ აქვს ერთი რესტორნიდან შეკვეთა გამოძახებული, მისგან საჩუქარს მიიღებს. ამაში შუამავლებიც ელვისი იქნება, რისთვისაც შესაბამის მონაცემს აკონტროლებენ და პერიოდულად რესტორნებს ეკონტაქტებიან.

[R]

Nordic Ice კოლექცია Bang & Olufsen-სგან

ჰარვარდის მეცნიერი „უცხოპლანეტური ტექნოლოგიის“ შესწავლას აპირებს