in

„ელვისი” –  ქართული „დელივერი“ სტარტაპი რესტორნების გვერდში, კრიზისის ერთად გადასალახად!

თბილისში დაფუძნებული სტარტაპი დეკემბრიდან გაეშვა  და „ელვის სისწრაფით“ მოერგო შექმნილ რეალობას. ვინაიდან სარესტორნო სექტორი კრიზისში იმყოფება, პარტნიორობას გვერდში დგომით იწყებს და „ლოქდაუნის“ პერიოდში შეღავათიანი ტარიფით შემოდის ბაზარზე.

შექმნილმა შეზღუდვებმა ბევრი რესტორანი აიძულა მთლიანად მიწოდების სერვისზე  გადასულიყვნენ, რამაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა მიტანის სერვისის ტარიფები და მიწოდების სისწრაფე. რესტორნებისთვის ერთადერთ შემოსავლის წყარო საკურიერო სერვისებით გაყიდული პროდუქცია რჩება. ასეთ დროს, საკურიერო კომპანიებზე დგას მთელი სექტორი და მნიშვნელოვანია ურთიერთსასარგებლო პარტნიორობა და ერთმანეთის ინტერესების მაქსიმალურად დაცვა.

„ელვისი” მთლიანად ქართული პლატფორმაა, რომლის უკანაც წამყვანი IT  კომპანია Lemondo-სა და ციფრული სააგენტო ,,Kraken’’-ის გუნდი დგას.  კომპანიის ფასეულობები დაფუძნებულია პარტნიორებთან მეგობრულ, გრძელვადიან ურთიერთობებზე, რაც პირველ რიგში რთულ პერიოდში გვერდში დგომას გულისხმობს.

ბაზარზე მოთამაშე საერთაშორისო პლატფორმების მსგავსად, “Elvis”-იც მოწინავე ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს იყენებს. პლატფორმა ყოველდღიურად იხვეწება და მეტად ადაპტირდება ქართული რესტორნების მოთხოვნებს, რაც უფრო განასხვავებს Elvis-ს სხვა საერთაშორისო კონკურენტებისგან.

,,დღეიდან ვიწყებთ ბეტა რეჟიმში ოპერირებას, დღითიდღე გვემატება მომხმარებელი და ვცდილობთ ელვის სისწრაფით მოვემსახუროთ.

პანდემიის პერიოდში, რესტორნებს ვემსახურებით შეღავათიანი ტარიფით და ნაკლებად ვფიქრობთ მოგებაზე.

როდესაც კრიზისიდან გამოვალთ, როდესაც მოიხსნება შეზღუდვები და ამოისუნთქებს სექტორი, გადავალთ კომერციულ ტარიფზე, რომელიც წინასწარ თანხმდება რესტორნებთან და მაინც შეღავათიანია.

ჩვენ გუნდს აქვს გამოცდილება წარმატებული IT პლატფორმების შექმნის, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზეც ოპერირებენ. გვჯერა, რომ ქართული თბილისში შექმნილი „დელივერი“ კომპანია მალევე გახდება ქართველი მომხმარებლის ფავორიტი და ახლო მომავალში გავა საერთაშორისო ბაზარზეც.

ვინაიდან ბეტა რეჟიმში ვართ, ყველა ხარვეზის დროული აღმოჩენა და გასწორება უმნიშვნელოვანესია. მზად ვართ, მოვისმინოთ ყველა რჩევა, შენიშვნა თუ მოსაზრება მომხმარებლებისგან და პარტნიორებისგან“, – აცხადებენ კომპანიაში.

ელვის სისწრაფით მიწოდება გულისხმობს დამზადებული კერძის პირდაპირ ადრესატამდე მიტანას მაქსიმუმ 15 წუთში, რათა შეინარჩუნოს მისი გემოვნური თვისებები.

იმისთვის რომ რესტორანი გახდეს ,,ელვისის’’ პარტნიორი –  უნდა შეავსოს  სარეგისტრაციო ფორმა.

iPhone: Download Link
Android: Coming soon

[პარტნიორის კონტენტი]

მადლობის თქმით, უკეთეს სამუშაო გარემოს შექმნით

Cybershoes – ფეხსაცმელი, რომლითაც ვირტუალურ სამყაროში მოხვდებით