in

PCR ტესტი სულ რაღაც 55 ლარად, ახლა უკვე Elvis-ზე!

Elvis აგრძელებს მომხმარებელთა კომფორტზე ზრუნვას და აპლიკაციას კიდევ ერთ, ძალიან საჭირო მომსახურებას, PCR ტესტის სახლში გამოძახების სერვისს ამატებს. მომსახურების პროვაიდერი ლაბორატორია “რეიგენი” იქნება.

„ელვისის“ აპლიკაციით PCR ტესტის გამოძახების დღესვე, მითითებულ მისამართზე ლაბორანტი, წინასწარ არჩეული რაოდენობის ნიმუშებს აიღებს.

შეკვეთის გაფორმებისას, ლაბორატორია „რეიგენი“ მისამართზე მისვლის მიახლოებით დროსაც შეგატყობინებთ და ტესტირების შემდეგ, თქვენთან კონტაქტსაც გააგრძელებს. პასუხს კი, სტანდარტულად, ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ.

„ვცდილობთ, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ თითოეულ ჩვენს მომხმარებელს. „ელვისის“ აპლიკაციით, PCR ტესტის მომსახურების გამოძახებით, აღარ მოგიწევთ სხვადასხვა ლაბორატორიაში დარეკვა, სერვისის დაჯავშნა და დიდი ხნით ლოდინი. Elvis-ის აპლიკაციით PCR ტესტის გამოძახების საფასურიც კი მაქსიმალურად ხელსაყრელი თანხა, 55 ლარია.


ლაბორატორია რეიგენის შესახებ:

მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორიას ხელმძღვანელობს გამოცდილ მენეჯერთა გუნდი, რომელთაც არაერთი წარმატებული პროექტი აქვთ განხორციელებული სამედიცინო სფეროში. დასაქმებულია 120-მდე ადამიანი, მათ შორის, მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტები, გენეტიკოსები, ბიოფიზიკოსები, რომელთაც გავლილი აქვთ შესაბამისი გადამზადების და სერტიფიცირების საერთაშორისო პროგრამები.

რეიგენი სრულად აღჭურვილია ლიდერი ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიების – Thermo Fisher Scientific-ისა და Opetrons-ის ავტომატური სისტემებით. სრულად ავტომატიზებული სადიაგნოსტიკო ციკლი უზრუნველყოფს კვლევის მაღალ ხარისხსა და მაღალ  წარმადობას, ხოლო კაპილარული ელექტროფორეზისა და ახალი თაობის სექვენირების (NGS) აპარატურა, თავისი სიმძლავრით, საშუალებას იძლევა, განხორციელდეს ადამიანის სრული გენომის სექვენირება და დაინერგოს მრავალი შესაბამისი სადიაგნოსტიკო პანელი. ლაბორატორიაში ხორციელდება, როგორც პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის მეთოდით კვლევა, ასევე, სრული გენომის სექვენირება. ამავდროულად, რეიგენი წარმოადგენს ახალი კორონავირუსული ინფექციის – COVID-19-ის დიაგნოსტირების აქტიურ ცენტრს.

ლაბორატორიაში დანერგილია ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისი ხარისხის კონტროლის სისტემა – შიდა კონტროლის პროცედურებთან ერთად, მუდმივად ხორციელდება ხარისხის გარე კონტროლი, მათ შორის, ინტერლაბორატორიული კონტროლის სახით და სრულად აკმაყოფილებს ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის სტანდარტებს და იძლევა მრავალ ინფექციურ აგენტზე მუშაობის შესაძლებლობას.

[R]

ელექტრო ბოტები მოტეხილობისას ქსოვილის სრულფასოვან აღდგენას შეძლებს

ყავა — საუკეთესო სასმელი მეხსიერების პრობლემების მოსაგვარებლად