in

ელვის პრესლის გამოსახულებიანი შუქნიშნები გერმანიაში

„როკ-ენ-როლის მეფე“ დაბრუნდა და ხალხს იმის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, როდის გადაკვეთონ ქუჩა. გერმანიის ქალაქ ფრიდბერგში, მოედანზე, რომელიც ელვის პრესლის სახელს ატარებს, მომღერლის გამოსახულებიანი შუქნიშნები დადგეს – ამის შესახებ Deutsche Welle წერს. შუქნიშნის დამონტაჟება ქალაქის ადმინისტრაციას 900 დოლარი დაუჯდა. ინიციატივის მიზეზად კი ტურისტების მოზიდვას ასახელებენ.

BOG
BOG

 

ქალაქ ფრიდბერგში ამერიკული სამხედრო გარნიზონი მდებარეობს, სადაც ელვის პრესლი 1958 დან 1960 წლამდე სამხედრო სამსახურს იხდიდა. გარდა ამისა, აქ შეხვდა მომავალ მეუღლეს, პრისცილა პრესლის, რომელთანაც 7 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იქორწინა. 

„ვეფხისტყაოსნის“ მინიატურები

„სამეფო კარის თამაშების“ დასკვნითი სეზონის თიზერი