in

„ემ მიკროორგანიზმები“: „ამ ინვესტიციით ჩემი საყვარელი ხალხისათვის რაღაც მცირედის გაკეთებას მაინც შევძლებ“

მამაჩემს, მიხეილ ოდიშარიას, რომელიც ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი იყო, უიშვიათესი ჭკუით დაჯილდოვებული ადამიანი, სულ აწუხებდა შხამ-ქიმიკატებით დაბინძურებული და განადგურებული ნიადაგების საკითხი. ასეთ ნიადაგზე გაზრდილი მცენარეები სახიფათოა გარემოსათვის და ადამიანებისათვის. ამიტომ, მამამ შეისწავლა მიკრობიოლოგია და იპოვნა იაპონური ემ ტექნოლოგია, იგივე ეფექტური მიკროორგანიზმები. ემ არის ხსნარის სახით წარმოდგენილი კონცენტრატი, რომელიც შედგება 86 სახეობის ლიდერი სასარგებლო მიკროორგანიზმისაგან. ემ გამოიგონა იაპონელმა პროფესორმა და მეცნიერმა ტერუო ჰიგამ, რომელმაც სასარგებლო მიკროორგანიზმები პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან გამოარჩია და ეს ჯადოსნური სითხე მიიღო. ის გამოიყენება სახალხო მეურნეობის მრავალ დარგში: მემცენარეობა, მეცხოველეობა-მეფრინველეობა, ეკოლოგია, წყლებისათვის და სხვა. მისი დახმარებით იმატებს მოსავლიანობა, ცხოველებსა და ფრინველებში იზრდება პროდუქტიულობა და ხარისხი, ეკოლოგიაში სპობს უსიამოვნო სუნს, ამცირებს მწერების რაოდენობას სადგომებში. ეს ყველაფერი მხოლოდ ემ-ის დახმარებით ხდება. ეკოლოგიურად სუფთად და ჯანსაღად. ემ-ის დახმარებით, შევძლებთ აღვადგინოთ დაზიანებული ნიადაგი და გარემო და დავუბრუნოთ ხალხს ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტი. ჩვენი პროდუქტის ეფექტური მიკროორგანიზმების სიმრავლე, სწრაფი ეფექტი და ყველასათვის ხელმისაწვდომობაა.

ცოტას ჩემზეც გიამბობთ. მე პოლინა ოდიშარია ვარ. დავიბადე ქალაქ თბილისში. 51-ე სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, 100%-ანი დაფინანსებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიდო უნივერსიტეტში ჩავირიცხე და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დავამთავრე. აქტიურად მივდევდი სპორტს: ჩოგბურთი, ცურვა და ა.შ. მიმუშავია სხვადასხვა სფეროში. მაქვს ძალიან ბევრი ინტერესი და ჰობი. ვისწავლე მორზეს ანბანიც და რაღა თქმა უნდა, ბავშვობიდან მიყვარდა ბუნება, სოფლის მეურნეობა, მცენარეები. ამჟამად, საკონდიტრო ინგრედიენტების შოურუმში ვმუშაობ.

როდესაც მამამ ეს საქმიანობა დაიწყო, მეც შევუერთდი და მასთან ერთად, ბევრ ექსპერიმენტში ვიმონაწილევე. მისი გარდაცვალების შემდეგ, გადავწყვიტე მე გამეგრძელებინა. ფინანსურ მოგებიანობას გაყიდვებითა და კმაყოფილი მომხმარებლით ხედავ. საბედმიეროდ, ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი მყავს.

შარქ თენქის საშუალებით მსურდა, მეტი გამოცდილება მიმეღო საინტერესო პარტნიორების შეძენით და ასევე ფინანსური რესურსებიც, რათა შევძლო განვითარება და კეთილი საქმის კეთება საქართველოსათვის. ძალიან ვნერვიულობდი და თან ბედნიერი ვიყავი შარქ თენქზე გასვლის დროს. შარქ თენქზე 91400 ლარი მოვიპოვე. გარდა იმისა, რომ საოცრად ბედნიერი ვარ, ეს არის ჩემი წარმატების საწინდარი და მოტივაცია, რომ შევძლებ ჩემი საყვარელი ხალხისათვის და ასევე სხვა კეთილი ადამიანებისათვის რაღაც მცირედის გაკეთებას მაინც.

პოლინა ოდიშარია – იდეის თანაავტორი.


„შარქ თენქს“ საქართველოში პირველი არხი, Sony Pictures და სტენლი შოუ წარმოგვიდგენს. ასევე, შოუს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი და VISA.

ღირს თუ არა გუნდთან ერთად მუშაობა?

ბრენდინგი, რომელიც შესაძლებლობების სამყაროს ხსნის — Kleo