რა არის Email ავტომოპასუხე? ესაა ელ.ფოსტის მარკეტინგული შეტყობინებების თანმიმდევრობა, რომელიც ეგზავნება აბონენტებს იმ ეტაპებითა და სიხშირით, რომელსაც თქვენ შეარჩიეთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენს ელ.ფოსტის სიაში რეგისტრაციისას, მომხმარებლები დაუყოვნებლივ იღებენ თქვენგან საინტერესო შეტყობინებას (და განაგრძობენ თქვენგან იმავე მაღალი ხარისხის წერილების მიღებას). როცა გამომწერს სურს მოისმინოს თქვენგან საინტერესო ამბები, შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოთ მათი სურვილები.
დავუშვათ, თქვენ გაქვთ შვიდნაწილიანი ავტომოპასუხე, რომელიც აწვდის განსაკუთრებულ ინფორმაციას თქვენი პოტენციური მომხმარებლებისთვის, სასარგებლოსა და ღირებულს აღმოაჩენენ, რაც საფუძველს უქმნის გაყიდვების გაზრდას.
ელექტრონული ფოსტის ავტომოპასუხე თქვენს საუკეთესო კონტენტს აწვდის ნებისმიერ ახალ მკითხველს, რაც შეიძლება საუკეთესო თანმიმდევრობით.
როგორია ელექტრონული ფოსტის კარგი ავტომოპასუხე? ელ.ფოსტის ავტომოპასუხეების უმეტესობა არც თუ ისე კარგია, რადგან მათი უმეტესობა მარკეტერზეა დამოკიდებული. არადა, ის მთლიანად მკითხველზე უნდა იყოს მორგებული. ავტომოპასუხის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა თავი მოუყაროს ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებთ რას აკეთებთ და თქვენს გულშემატკივრებად აქცევს. ეს ნიშნავს, რომ ავტომოპასუხეს სჭირდება თქვენი საუკეთესო კონტენტი – ისეთი, რომელსაც მკითხველი ყოველ ჯერზე ინტერესით ელის.
არაა აუცილებელი, რომ წერილი იყოს სასაცილო, მახვილგონივრული, მომხიბვლელი ან პოეტურად დაწერილი, თუმცა აუცილებელია იყოს სასარგებლო. მან უნდა გადაჭრას მკითხველის პრობლემა, დაეხმაროს მას სასურველი შედეგის მიღებაში. თუ შეძლებთ აჩვენოთ, რომ კარგი, სანდო ადამიანი ხართ – არა მხოლოდ ექსპერტი, არამედ მათი საყვარელი ექსპერტი – ეს ბევრად უკეთესი იქნება.
ელ.ფოსტის ავტომოპასუხეები აყალიბებენ თქვენ შესახებ წარმოდგენას. მათი გამოყენება შეგიძლიათ ყველაფრისთვის, რაც გჭირდებათ მომხმარებლისთვის პერსპექტივების გასაცნობად, სანამ ისინი თქვენგან რაიმეს იყიდიან.
გამოიკვლიეთ ის მტკივნეული წერტილები და პრობლემები, რომლებსაც მომხმარებლები აწყდებიან. წარმოადგინეთ, როგორი იქნება მათი ცხოვრება ამ პრობლემის გადაჭრით. მიმართეთ მათ და დაძლიეთ წინააღმდეგობა, გამოკვეთეთ მახასიათებლები და უპირატესობები, შექმენით ძლიერი სურვილი იმისკენ, რასაც სთავაზობთ.
თუ თქვენი მომხმარებელი ყიდვისთვის მზად არ არის, ელ.ფოსტის შესანიშნავი კონტენტი გრძელ ვადაში იმოქმედებს – შეიძლება ეს იყოს ექვსი თვე, წელიწადი ან ათი წელი.
სანამ Email-ის თანმიმდევრობას კიდევ დაამატებთ რაიმეს, შეგიძლიათ პოტენციური მომხმარებლების ჩართულობაზე იზრუნოთ. მთავარია, მათთვის ყველაზე საინტერესო თემა შექმნათ.
მოიპოვეთ და შეინარჩუნეთ გამომწერები. ეს თავარია, თუმცა ჯერ მანამდე გამომწერები უნდა მოიპოვოთ. ესაა ის, რაზეც მუშაობს გონივრული ქოფირაითინგი და კონტენტი. როგორც კი თქვენს ვებგვერდზე ვინმე მოხვდება, თქვენი სამუშაოა დაარწმუნოთ ისინი დარჩნენ თქვენთან.
Email-შიც აჩვენეთ – რაც თქვენ უნდა შესთავაზოთ, არის ზუსტად ის, რასაც ისინი ეძებენ და თუ დარეგისტრირდებიან, კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ. მას შემდეგ, რაც ელ.ფოსტით გააცნობთ თავს, სთხოვეთ დაგამატონ „უსაფრთხო გამგზავნის“ სიაში, რათა თქვენი შეტყობინებები არ მოხვდეს სპამში.
შექმენით თქვენი ელ.ფოსტის ავტომოპასუხე. გახსოვდეთ, უფასო ტრაფიკი არ არსებობს. ან იხდით ფულით, რეკლამით ან მასთან დაკავშირებული საკომისიოებით ან დროითა და შემოქმედებითობით. ბლოგინგი განსაკუთრებით მოითხოვს დროსა და შემოქმედებითობას. ასე რომ, თქვენ გსურთ დარწმუნდეთ, რომ დაიჭერთ თითოეულ ნამდვილ ფანს, რომელსაც იზიდავთ, თქვენი ბლოგის პირველივე დღეებიდან.
თუ ახალ თემას ნულიდან იწყებთ, გირჩევთ, ავტომოპასუხე ბლოგის გაშვებამდე ან ბლოგზე გაყიდვის მცდელობამდე შექმნათ. თუ უკვე გაქვთ ბლოგი, ასევე მშვენიერი დროა ელ.ფოსტის ავტომოპასუხის შესაქმნელად.
უკვე გაქვთ ელექტრონული ფოსტის ავტომოპასუხე? თუ ასეა, აქვს თუ არა მას ისეთი კონტენტი, რომელიც თქვენს მკითხველებს გულშემატკივრებად აქცევს? კმაყოფილი ხართ თქვენი თანმიმდევრობით შეტყობინებების რაოდენობით, თუ ფიქრობთ, რომ შეძლებთ მისი ოდნავ გახანგრძლივებას და კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობის მინიჭებას? თუ რომელიმე მათგანზე პასუხი არის „არა“, შეადგინეთ გეგმა ამის გამოსასწორებლად.