in

ამოწმებენ თუ არა ქართული კომპანიები Email-ს? (მარკეტერის ექსპერიმენტი)

ექსპერიმენტი

სოციალური ქსელების ეპოქაში, კიდევ უფრო გამარტივდა მომხმარებელთან ურთიერთობა. ვფიქრობდი რომ, კომპანიები facebook–ის “ინბოქსს” უფრო ხშირად ამოწმებდნენ ვიდრე ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტას. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტი და გაგვეგო თუ ამოწმებენ და როგორ რეაგირებენ კომპანიები მათი მომსახურებით უკმაყოფილო კლიენტის წერილებზე. ექსპერიმენტისთვის შევარჩიეთ ოთხი წამყვანი სასურსათო კომპანია, გუდვილი,სმარტი, ნიკორა და იოლი.

ოთხივე კომპანიას ერთნაირი წერილი გავუგზავნე. მივწერე როგორი უკმაყოფილო დავრჩი მათი მომსახურებით, რადგან ყველა სალარო არ მუშაობდა და გრძელ რიგს მხოლოდ რამოდენიმე სალარო ემსახურებოდა. ასევე მოლარის უზრდელობაზე შევჩივლე რადგან არც გამარჯობა მითხრა და არც დამემშვიდობა, გარდა ამისა სალარო მიატოვა და დამატებით ლოდინი მომიწია, თან ხურდის სწორად გადათვლას დიდი დრო მოანდომა. არც დაცვა დავტოვე ისე და ერთი–ორი სიტყვა მათზეც ვუთხარი, მივწერე რომ ურიგოდ მისულ კლიენტებს შენიშვნას არ აძლევდნენ, მე კი ისე მიყურებდნენ თითქოს რამის მოპარვას ვაპირებდე. ამ ყველაფერზე ახსნა განმარტება მოვთხოვე.

პირველი 2 საათისა და 30 წუთის შემდეგ ჩვენ “საჩივარს” ნიკორას კომერციული დირექტორი გამოეხმაურა. ის ძალიან შეწუხებული იყო ჩემი საჩივრით და ახსნა დამიწყო თუ როგორ უფრთხილდებიან ფირმის იმიჯს და რომ მსგავსი რამ მათ პრაქტიკაში ჯერ არ მომხდარა. დეტალების დასაზუსტებლად ვიდეო ჩანაწერის ნახვაც გადაწყვიტეს რომ გამოერკვიათ რომელია ის დამნაშავე მოლარე რომელიც ფირმაზე უარყოფით შთაბეჭდილებას უქმნის მყიდველს.

წერილის ბოლოს მომიხადეს ბოდიში და ჩემი ტელეფონის ნომერი მთხოვეს ზუსტი ინფორმაციის მისაღებად. მეორე დღეს როცა ჩემგან საკონტაქტო მონაცემები ვერ მიიღეს კიდევ ერთხელ მომწერეს და შიდა გამოკვლევის ჩატარებისთვის კვლავ მთხოვეს დამატებითი ინფორმაცია.

საჩივრის გაგზავნიდან 4 საათსა და 20 წუთში სმარტის წერილი მივიღე, მას სმარტის სოციალური მედიის მენეჯერი მწერდა. დღესასწაული მომილოცა,რამოდენიმეჯერ ბოდიში მომიხადა და მადლობაც გადამიხადეს მოთმინებისთვის. ამ შემთხვევაშიც დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საკონტაქტო ნომერი მთხოვეს და ჩემი შენიშვნების გათვალისწინებას დამპირდნენ.

რაც შეეხება გუდვილს და იოლს, სამი დღის განმავლობაში ველოდი მათგან რაიმე სახის გამოხმაურებას, მაგრამ სულ ტყუილად.

ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარებას გველოდეთ ყველგან 🙂



shorena begashvili

შორენა ბეგაშვილი სომხური ლუდის რეკლამაში

მოულოდნელი ფინალი Robinsons-ის ახალ რეკლამაში