in

4 გზა Email დაგზავნისთვის ეფექტური ტექსტის დასაწერად

პირველ რიგში, ვიტყვით, რომ ყველა სიტუაციისთვის შესატყვისი ერთი ფორმულა არ მოიძებნება. გზავნილის დაწერა დამოკიდებულია მის მიზანზე, ტონსა და თავად ბრენდზე. არსებობს უამრავი ელემენტი, რომელიც შეგიძლია აირჩიოთ, ეფექტურობისთვის. ამავდროულად, წერის პროცესი ერთმანეთს ჰგავს და არ აქვს მნიშვნელობა, როგორ იწყებთ და როგორია საბოლოო პროდუქტი.

#1: განსაზღვრეთ კონტენტის მიდგომა

არსებობს ელ.ფოსტის გზავნილის რამდენიმე განსხვავებული სტილი და ყველა მათგანს აქვს თავისი უპირატესობა. სწორის არჩევა არის მხოლოდ ის, რაც საუკეთესოდ მუშაობს თქვენი მიზნისთვის, პირად არჩევანთან ერთად.

ორიგინალი კონტენტი

ასეთ დროს, თქვენ წერთ ახალ, განსხვავებულ სტატიებს თქვენივე კვლევისა და/ან თქვენი კლიენტის ინფორმაციის საფუძველზე.

კურირებული კონტენტი
როცა წერთ ინფორმაციას თქვენი ინდუსტრიის ახალი ამბების ან მიმდინარე მოვლენების შესახებ, ან პასუხობთ სტატიებს / ბლოგ პოსტებს, რომლებიც იპოვნეთ, რომლებიც შეესაბამება თქვენს აუდიტორიას.

შერეული კონტენტი

ეს წინა ორი კონტენტის ერთობლიობაა. მაგალითად, იწყებთ ორიგინალი კონტენტით, შემდეგ კი, კურირებული კონტენტით აგრძელებთ.

დაიჯესტი

დაიჯესტის სტილის საინფორმაციო გზავნილში თქვენ დაწერთ მოკლე აღწერას, რომლებიც ბმულით უკავშირდება ინტერნეტში არსებულ ვრცელ სტატიებს.

მოსაზრება

ასეთი ტიპის გზავნილი ერთი ადამიანის პერსპექტივიდან იწერება ხოლმე. როგორც წესი, ასეთი ადამიანი კონკრეტულ ინდუსტრიასა და ნიშაში ავტორიტეტით სარგებლობს.

ასე რომ, თუ თქვენ მართავთ ბიზნესს და გყავთ აუდიტორია, რომელმაც იცის, ვინ ხართ და სურს პირდაპირ გაიგოს თქვენგან – ან თუ მუშაობთ დამკვეთთან, ამ სახით – მაშინ ცადეთ ეს მიდგომა.

თქვენი შემდეგი ნაბიჯი არის გადაწყვიტოთ კონტენტის რომელი ნაწილი გამოიყენოთ.

#2 კონტენტის ელემენტები

არ აქვს მნიშვნელობა რომელ მიდგომას აირჩევთ, თქვენ გაქვთ დიდი არჩევანი, როდესაც საქმე კონტენტს ეხება. ეს აზრი დაგეხმარებათ მოარგოთ თქვენს მიერ დაწერილი გზავნილი თქვენი აუდიტორიის კონკრეტულ საჭიროებებსა და სურვილებს.

მაგალითად, თუ თქვენ სწავლობთ, თუ როგორ დაწეროთ საინფორმაციო email გზავნილი სკეიტბორდის ან ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზიისთვის, თქვენი კონტენტი სავარაუდოდ, უფრო სახალისო და ჩვეულებრივი იქნება, ვიდრე ფინანსურ ინსტიტუტებშია.

კონტენტის ელემენტების არასრული სია, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ.

შესავალი

თქვენ გაქვთ რამდენიმე ვარიანტი თქვენი წერილის დასაწყებად. შეგიძლიათ დაიწყოთ თბილი, მეგობრული მისალმებით. უბიძგოთ მკითხველს თავი იგრძნოს თქვენი საზოგადოების ნაწილად, და თქვენს აბონენტთა სიას შემოუერთდნენ. ასევე, შეგიძლიათ დაიწყოთ მოკლე ანონსით და შემდეგ უფრო ვრცელ სტატიაზე გადაიყვანოთ. ან სულაც, პირდაპირ ჩაყვინთოთ თქვენს მხატვრულ თხრობაში.

როგორი ტიპის შესავალიც არ უნდა გამოიყენოთ, დარწმუნდით, რომ ის შესაბამისი, სასარგებლო და მიმზიდველია.

გვერდითი ზოლები და გრაფიკა
შეგიძლიათ დაამატოთ პუნქტები, ციტატები, სტატისტიკა, დიაგრამები, ფოტოები და სხვა გვერდითა ზოლში. ეს არის მკვეთრი, ლაკონური და ამატებს ვიზუალურად მიმზიდველ ელემენტს, რომელიც აცოცხლებს თქვენს გზავნილს.

უბრალოდ დარწმუნდით, რომ ყველაფერი, რასაც დაურთავთ, თანხვედრაშია კონტენტთან და არ არის მხოლოდ საჩვენებლად.

დაურთეთ წარმატების ისტორიები, რომლებიც ეყრდნობა პრობლემას და გადაწყვეტას, ან შეცვლამდე და შემდეგ, შთააგონებს ხალხს და იძლევა ძლიერ არგუმენტირებას. მკითხველმა უნდა იგრძნოს კავშირი ამბის პერსონაჟთან.

გაიხსენეთ ადამიანი, რომელიც თავისი ბიზნესის მართვისას გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ გადალახა და წინ წავიდა. ან ვინმე, ვინც ჯანმრთელობის პრობლემა დაამარცხა და ახლა ფიტნესის სფეროშია. ეს ქმნის დამაჯერებელ სურათს.

თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ მოკლე, პრაქტიკული ჰაკები, რომლებიც თქვენს მკითხველს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მცირე სივრცეში.

ასევე, შეგიძლიათ უპასუხოთ ერთ ან ორ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას, რომელსაც თქვენი ბიზნესი იღებს. ან მიმართეთ გამომწერებს სოციალური მედიით და აირჩიეთ ერთი ან ორი კითხვა, რომელზეც გსურთ პასუხის გაცემა.

ფაქტია, რომ თქვენს გამომწერებს ყოველთვის ექნებათ კითხვები. თქვენ კი ამით ხელს შეუწყობთ მათ კეთილგანწყობას, აჩვენებთ, რომ უსმენთ.

გააცანით გუნდის წევრები – ეს არის შესანიშნავი გზა, რათა თქვენს საინფორმაციო გზავნილს თქვენი ბიზნესის ჰუმანური მხარე შემატოთ. შეგიძლიათ დაიწყოთ პერსონალის წევრის წარდგენით და თქვენს მკითხველებს მათი უფრო ახლოს გაცნობის საშუალება მისცეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ელ.ფოსტის გზავნილის დაწერის მთავარი მიზანი, როგორც წესი, თქვენს მომხმარებლებთან ურთიერთობის დამყარებაა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ შეგიძლიათ რაიმეს გაყიდვა. ექსკლუზიური შეთავაზება მომხმარებლებს აგრძნობინებს, რომ თქვენთან ახლოს არიან და იღებენ რაღაც განსაკუთრებულს.

გზავნილი კარგია მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაზიარებლადაც, მათ შორის თარიღებისა და მოვლენების შესახებ.

ნაბიჯი # 3: დაძებნეთ წყაროები, როგორ დაწეროთ კარგი წერილი

თქვენ მიერ მოძიებული შედეგები დამოკიდებულია იმ ფაქტორებზე, კონტენტის რა ელემენტებს იყენებთ წერისას. მოძებნეთ შესაბამისი სტატიები, ბლოგ-პოსტები, ვიდეოები და სოციალური მედიის კონტენტი, რომელიც დაგეხმარებათ დაწეროთ ან უპასუხოთ აქტუალურ კითხვებს. თუ დამკვეთისთვის წერთ, განიხილეთ ნებისმიერი რესურსი, რომელიც მათ სჭირდებათ, ჩაატარეთ ინტერვიუ მომხმარებლებთან ან პერსონალთან, შეაგროვეთ ბმულები, გრაფიკები ან სურათები…

#4: დაწერეთ კონტენტი

იმის მიუხედავად, რა ტიპის კონტენტს წერთ, განსაზღვრეთ მთავარი სასაუბრო თემა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაწეროთ წერილის სათაური, რომელიც გამორჩეული იქნება თქვენი მკითხველების გადატვირთულ ინბოქსში, მიიპყრობს მათ ყურადღებას და შესთავაზებს დამაჯერებელ მიზეზს წერილის დაუყოვნებლივ გასახსნელად.

დარწმუნდით, რომ გზავნილის ხმა, ტონი და სტილი შეესაბამება კომპანიას. ელ.ფოსტის ბიულეტენი არის კომპანიის ბრენდის გაფართოება. ეს არის ურთიერთობის დამყარების საშუელება.

ეცადეთ კითხვისას მკითხველი ჩართოთ საკითხში, რათა არ მოიწყინოს და ბოლომდე გაეცნოს თქვენს წერილს. დაყავით კონტენტი პუნქტებად და აბზაცებად – ასე უფრო მარტივი და კომფორტული წასაკითხი იქნება.

 

წყარო: copyblogger

როგორ გამოიყურება კონტენტის შემქმნელთა ეკონომიკური მაჩვენებელი

წინანდლის მამულმა ლადო ასათიანის საიუბილეო საღამოს უმასპინძლა