in

2026 წლის Email Marketing-ის მთავარი ტრენდები – მოკლე გზამკვლევი

დღეს მსოფლიოში დაახლოებით 4.7 მილიარდი ადამიანი იყენებს ელფოსტას, ხოლო ყოველდღიურად იგზავნება დაახლოებით 392 მილიარდი წერილი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ახალი მარკეტინგული არხი გაჩნდა, Email კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და კონტროლირებად არხად ბიზნესისთვის.

თუმცა Email Marketing მნიშვნელოვნად შეიცვალა. გაცილებით გამკაცრდა უსაფრთხოების წესები, ხოლო AI ინსტრუმენტები სწრაფად ვითარდება.

ეს ნიშნავს ერთ რამეს:

Email მარკეტინგი აღარ არის უბრალოდ ბევრი წერილის გაგზავნა. წარმატება დამოკიდებულია ნდობაზე, ხარისხსა და სწორ ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე.

ქვემოთ განვიხილავთ 2026 წლის 6 მთავარ ტრენდს, რომლებიც განსაზღვრავს ელფოსტის მარკეტინგის მომავალს.

Email Authentication და Deliverability

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ელფოსტის მიწოდება (deliverability).

მსხვილი კომპანიები, როგორიცაა Google და Yahoo, უკვე ითხოვენ, რომ ვინც დღეში 5000+ ელფოსტას აგზავნის, აუცილებლად გამოიყენოს შემდეგი უსაფრთხოების სისტემები: SPF, DKIM, DMARC. თუ ეს არ არის სწორად დაყენებული, ელფოსტები შეიძლება მოხვდეს სპამში ან საერთოდ არ მივიდეს მიმღებთან.

ასევე მნიშვნელოვანი გახდა BIMI, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი ბრენდის ლოგო გამოჩნდეს inbox-ში.  ეს მომხმარებლებისთვის ნდობის ძლიერი სიგნალია.

Zero-Party Data

წარსულში კომპანიები ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი მონაცემი შეეგროვებინათ მომხმარებლების შესახებ. დღეს ეს მიდგომა აღარ მუშაობს.

ამიტომ ყურადღება გადავიდა Zero-Party Data-ზე. ეს ნიშნავს ინფორმაციას, რომელსაც მომხმარებელი თავად გვიზიარებს. მათ შორისაა ინტერესები და სხვა.

AI Email Marketing-ში

AI უკვე გახდა ყოველდღიური ინსტრუმენტი მარკეტინგში.

კვლევების მიხედვით: მარკეტერების 88% იყენებს AI-ს და ლიდერების 92% ზრდის AI ინვესტიციას.

Email Marketing-ში AI ყველაზე ეფექტურად გამოიყენება შემდეგში:

  1. სეგმენტაცია

AI-ს შეუძლია განსაზღვროს: ვინ აპირებს გამოწერის გაუქმებას, ვინ არის მზად შესაძენად

და ვის რა ტიპის კონტენტი აინტერესებს.

  1. Send-time optimization

AI ადგენს საუკეთესო დროს წერილის გასაგზავნად თითოეული მომხმარებლისთვის.

  1. Behaviour-based email journeys

Email sequence-ები იცვლება მომხმარებლის ქცევის მიხედვით: რას დააჭირა, რას უყურებს და რას უგულებელყოფს

მაგრამ მნიშვნელოვანია: AI არ იყოს სრულად ავტონომიური. ადამიანმა უნდა აკონტროლოს კონტენტი და სტრატეგია.

  1. Omnichannel სტრატეგია

Email ძალიან ძლიერია, მაგრამ მარტო ვერ დებს საუკეთესო შედეგს. ამიტომ ყველაზე წარმატებული სტრატეგია არის Omnichannel მარკეტინგი, სადაც ერთიანდება: Email, SMS, LinkedIn, ფასიანი რეკლამები და გაყიდვებზე ორიენტირება.

  1. Interactive და Accessible Email Design

ძველი, სტატიკური newsletter-ები უკვე ნაკლებად ეფექტურია.

ახალი ტრენდებია: გამოკითხვები, ქვიზები, უკუთვლის ტაიმერები, პროდუქტის კარუსელები.

Dark Mode

ბევრი ადამიანი email-ს კითხულობს dark mode-ში. ამიტომ წერილის დიზაინი ამაზეც უნდა იყოს ოპტიმიზებული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ფერები იკარგება, ლოგო არ ჩანს და დიზაინი ირღვევა.

  1. სწორი Email Metrics

დღეს ბევრი email სტატისტიკა უკვე არაზუსტია.

მაგალითად: click-ების 71% შეიძლება მოდიოდეს ბოტებიდან,  privacy სისტემები ავტომატურად ხსნის წერილებს, ამიტომ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ახალი მეტრიკები:

  • CTOR (Click-to-Open Rate)
  • conversion rate
  • revenue per subscriber
  • time spent reading

მთავარი კითხვა აღარ არის: გახსნეს თუ არა წერილი, არამედ: შეასრულეს თუ არა მოქმედება? მაგალითად: იყიდეს პროდუქტი, დაჯავშნეს demo და სხვა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. კომპანიები, რომლებიც ამ სისტემას ერთიანად ააწყობენ, მიიღებენ მაღალ ჩართულობას, მეტ ნდობასა და უკეთეს შედეგებს.

როცა ტრადიცია თავიდან იბადება – შალოშვილის მარანი

საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები