in

როგორ გავაუმჯობესოთ Email მარკეტინგი შავი პარასკევისთვის?

ელ.ფოსტის მომხმარებელთა რიცხვი 2025 წელს 4,6 მილიარდს მიაღწევს, და ამ დროისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მომხმარებლებთან კონტაქტის შესანარჩუნებლად.

როგორ გაზარდოთ Email კომუნიკაციის პოტენციალი უახლოეს შავ პარასკევს?

დაგეგმეთ წინასწარ

მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ დააგზავნოთ ზოგადი „20% ფასდაკლების“ შეთავაზება თქვენს მონაცემთა ბაზაში, დაგეგმვაზე ფოკუსირება დაგეხმარებათ შექმნათ ინდივიდუალური შეთავაზებები, რაც უფრო მეტ რეზონანსს გამოიწვევს და გაზრდის კონვერსიას.

დაუთმეთ დრო თქვენი მონაცემთა ბაზის გადახედვას. განაახლეთ თქვენი მომხმარებლის პროფაილი და დარწმუნდით, რომ ქმნით მათ საჭიროებებზე მორგებულლ შეთავაზებებს. რამდენჯერმე გაიარეთ მონაცემთა ბაზა, გამოიყენეთ შავი პარასკევის წინა კვირები მომხმარებლების ხელახლა ჩართვისთვის.

განსაზღვრეთ, ვისთვის არის თქვენი შეთავაზებები

Email მარკეტინგის საუკეთესო წესი, რომელიც უნდა დაიცვათ, თქვენი საუკეთესო მომხმარებლების სეგმენტირებაა. მიეცით მათ წინასწარი ან ექსკლუზიური შეთავაზებები და მოარგეთ რაიმე ამ ერთგულ ბაზას. მათი შენარჩუნება უნდა იყოს პრიორიტეტული KPI თქვენი შავი პარასკევის კამპანიისთვის.

სამიზნედ ამოირჩიეთ თქვენი არსებული მომხმარებლები, მათზე გაყიდვა ბევრად მარტივია. თავი შეახსენეთ იმ დამკვეთებსაც, რომლებსაც ადრე შეუძენიათ თქვენი პროდუქტი. გაზარდეთ ლოიალობა VIP შეთავაზებებით. გაითვალისწინეთ შავი პარასკევის სავაჭრო გიდის შექმნა, რომელიც დაბადების დღისა და საშობაო შესყიდვების ნაწილად იქცევა.

განსაზღვრეთ მთავარი თემა

გაუხსნელი Email დაკარგული შესაძლებლობაა. შავი პარასკევის შეთავაზება უნდა იყოს გამორჩეული. ითამაშეთ იდეებით და წინასწარ დაგეგმეთ. განიხილეთ იუმორი და მგრძნობიარე წერტილები.

შექმენით მოლოდინი

შავი პარასკევი ბრენდებისთვის მნიშვნელოვანი სათამაშო მოედანია. წინასწარმა აქტიურობამ შეიძლება ხელი შეუწყოს მოლოდინის ჩამოყალიბებას და მომხმარებლებმა უკეთ გააცნობიერონ თქვენი შეთავაზების გეგმა. შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიში (FOMO) აქ შესანიშნავი ტაქტიკაა; კლიენტებისთვის წინასწარი გადახედვის მიცემა დაგეხმარებათ გაშვების წინ მოლოდინის ჩამოყალიბებაში.

იყავით გამჭვირვალე თქვენი შეთავაზების შესახებ და შესთავაზეთ კონკრეტული ვადები. თუ მზად ხართ გაახანგრძლივოთ გაყიდვები, ნათლად მიუთითეთ ისე, რომ დღის მოახლოებასთან ერთად, შეძლოთ ყიდვის უფრო გრძელი პერიოდის წახალისება, რათა მაქსიმალურად გაზარდოთ შემოსავლის პოტენციალი.

 

წყარო: thedrum

გეშინიათ თუ არა საკუთარი თავისთვის ლიდერის წოდების?

ნახეთ: როგორ გამოიყურება დღეს 1912 წელს ჩაძირული ტიტანიკი