in

ელფოსტის მარკეტინგის 10 ხელსაწყო – შეარჩიეთ თქვენს ბიზნესზე მორგებული

ელექტრონული ფოსტის მარკეტინგში Mailchimp ძალიან პოპულარული სახელია. თუმცა დროდადრო გამოჩნდა ალტერნატიული პლატფორმებიც, რომლებიც შეიძლება უკეთ ერგებოდეს თქვენს მიზნებს. არსებობს რიგი ფუნქციები, რომლითაც Mailchimp ზღუდავს თქვენს გეგმებს, ამიტომ ქვემოთ წარმოგიდგენთ მის რამდენიმე ალტერნატივას.

MailerLite

მისი ყველა ფუნქცია გაერთიანებულია ინტუიციურ ინტერფეისში. გარდა იმისა, რომ ის გთავაზობთ Mailchimp-ის ძირითად ფუნქციებს გაცილებით ხელმისაწვდომ ფასად, მათ შორის ავტომატიზაციას, ელექტრონული კომერციის ინტეგრაციებს, ძლიერ API-ს და სხვა, თქვენ მიიღებთ უამრავ დამატებით ინსტრუმენტს, რომელსაც Mailchimp არ გვთავაზობს და რომელიც ხელს უწყობს გავლენიანი ელფოსტის მარკეტინგული კამპანიების შექმნას: ციფრული პროდუქტის გაყიდვა, ავტომატური ხელახალი გაგზავნა იმ წერილებზე, რომლებიც ჯერ არ გაუხსნიათ და pop-up-ფანჯრები.

MailerSend

MailerSend არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც არასარეკლამო შეტყობინებებს აგზავნის მაშინ, როცა მომხმარებლები თქვენს ვებსაიტზე ან აპლიკაციაში რაიმე ქმედებას განახორციელებენ. ტრანზაქციული ელფოსტები და SMS შეტყობინებები აუცილებელია თქვენი ბიზნესის გამართული მუშაობისთვის. ისინი მოიცავს შესყიდვის დადასტურების ელფოსტებს, მიწოდების განახლებებს, პაროლის გადატვირთვის ელფოსტებს და ორმხრივ ტექსტურ შეტყობინებებს.

GetResponse

GetResponse არის ელექტრონული ფოსტის მარკეტინგის უნივერსალური საშუალება, რომელიც გამოირჩევა მარტივად გამოსაყენებელი ფუნქციებით. მაგალითად, შეგიძლიათ, ვებსაიტის ვიზიტორებს მისცეთ ვებ push შეტყობინებების მიღების უფლება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტრაფიკის გაზრდა და პოტენციურად დაგეხმაროთ იმ ადამიანებთან დაკავშირებაში, რომლებსაც არ სურთ თქვენი ელფოსტის ადრესატთა სიაში ყოფნა. პლატფორმას ასევე აქვს ონლაინკურსების შექმნის ინსტრუმენტი ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა ვიქტორინები, სერტიფიკატები და შემქმნელის პროფილი.

Klaviyo

განსაკუთრებით კარგია იმ ელკომერციის ბიზნესებისთვის, რომლებიც სრულფასოვან ფუნქციონალს ეძებენ. ის უზრუნველყოფს მაღალ დონის ავტომატიზაციას, ძლიერ სეგმენტაციასა და ღრმა ანალიტიკას. ასევე, აქვს სპეციალური ტრიგერები Shopify-სთვის და პროგნოზირებადი სეგმენტაცია, რაც გაყიდვების ზრდას ამარტივებს.

Campaign Monitor

Campaign Monitor საუკეთესოა სააგენტოებისთვის, რომლებიც მრავალი კლიენტის იმეილის მართვას ერთ პლატფორმაზე გეგმავენ. გამოირჩევა white-label შესაძლებლობებით – შეგიძლიათ, თქვენი ბრენდი დაუმატოთ დეშბორდს. ასევე, აქვს ანგარიშების მოქნილი მართვის სისტემა.

ActiveCampaign

ActiveCampaign გამორჩეულია ძლიერი და მოქნილი ავტომატიზაციებით. შეგიძლიათ დაუკავშიროთ თქვენს ვებსაიტს და შექმნათ მოქმედებები მომხმარებლის ქცევაზე დაყრდნობით. მოიცავს CRM-სა და გაყიდვების მართვასაც, რაც მას კარგ არჩევანად აქცევს მრავალარხიანი კომუნიკაციისთვის.

Brevo (ყოფილი Sendinblue)

Brevo კარგია, თუ დიდ ბაზას ფლობთ, მაგრამ იშვიათად აგზავნით წერილებს. მისი ფასები დამოკიდებულია არა კონტაქტების რაოდენობაზე, არამედ გაგზავნილ იმეილებზე. ასევე, აქვს მრავალარხიანი კომუნიკაცია: SMS, WhatsApp და push შეტყობინებები. პლატფორმაში ჩაშენებულია CRM-იც.

Kit (ყოფილი ConvertKit)

Kit იდეალურია კონტენტკრეატორებისთვის: ბლოგერებისთვის, ნიუსლეთერის ავტორებისთვის და ონლაინშემოქმედებისთვის. აქვს რეკომენდაციების ქსელი, სპონსორების პლატფორმა და ციფრული პროდუქტების გაყიდვის ხელსაწყოები. ავტომატიზაციებიც მარტივია და ულიმიტო გაგზავნებიც შედის საბაზისო პაკეტში.

Constant Contact

Constant Contact სასარგებლოა მათთვის, ვისაც სჭირდება სოციალური მედიის დაგეგმვა და SMS-ების გაგზავნა. ამ პლატფორმის გამორჩეული მხარეა მომხმარებლის მხარდაჭერა (მათ შორის ტელეფონით). ასევე, ბევრი მზა იმეილის შაბლონი აქვს და მარტივი ინტერფეისი.

Substack

Substack საუკეთესოა მათთვის, ვისაც მარტივად, უფასოდ და სწრაფად სურს იმეილმარკეტინგის დაწყება. ის გთავაზობთ პუბლიკაციის ონლაინვერსიას, ზრდის ხელსაწყოებსა და რეკომენდაციების სისტემას. პლატფორმა სრულიად უფასოა, სანამ ფასიან გამოწერებს არ დაიწყებთ.

„მთავარია, გჯეროდეს, შენს ხელშია ყველაფერი და გარემო შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ თავს შეცვლი“ – მანანა არაბული

თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა