in

7 რჩევა სწორი იმეილკამპანიის წარმოებისთვის შავ პარასკევს

მარკეტინგული აქტივობები ორ მთავარ მიმართულებად იყოფა: ყოველდღიური მარკეტინგი და პერიოდები, როცა მეტი ხმაურია საჭირო. ერთ-ერთი ასეთი მოვლენაა „შავი პარასკევი”, როცა კომპანიები მსოფლიო მასშტაბით ეჯიბრებიან ერთმანეთს და თითოეული რეკლამის განთავსება ისევე დასწრებაზეა, როგორც ოჯახურ ვახშამზე ბოლო ნაჭერი ნამცხვარი. 

თუმცა მარკეტინგი რის მარკეტინგია, ყოველწლიურად ახალი ტენდენციები თუ არ შემოგვთავაზა და 2025 წელს შავი პარასკევისთვის მარკეტერები გვირჩევენ, რომ წინ წამოვწიოთ იმეილმარკეტინგი. ელფოსტა იმდენად მიმზიდველი უნდა იყოს, რომ ცდუნებას ვერავინ გაუძლოს და ნახვის ღილაკზე დავაწკაპოთ.

ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ შავი პარასკევის 7 გამორჩეულ სტრატეგიას და გავაანალიზებთ, თუ რა ხდის თითოეულ მათგანს გამორჩეულს:

შექმენით მოლოდინი

ფილმის ყურება ხომ მერე უფრო საინტერესოა, როცა ტიზერი გაქვთ ნანახი? ასეა ესეც. გამოიყენეთ მრავალეტაპიანი იმეილმარკეტინგი: ჯერ გაგზავნეთ შეტყობინება, შეთავაზება მხოლოდ შეზღუდული დროით და ბოლო დღეების შეხსენებები, თუ გნებავთ, რომ შეინარჩუნოთ პულსი და თქვენი ადრესატების ყურადღების მიიპყროთ.

ხელახლა ჩართეთ მომხმარებლები ექსკლუზიური ფასდაკლებებით

არსებობენ მომხმარებლები, რომლებიც მიდიან კალათის გვერდამდე თქვენს ვებსაიტზე, მაგრამ შემდეგ აღარ ადასტურებენ შეკვეთას. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ, გაუგზავნოთ კალათის მიტოვების შესახებ ელფოსტა, რათა შეახსენოთ მას დაუმთავრებელი შესყიდვის შესახებ. მეტი წახალისებისთვის დაუმატეთ მათ ფასდაკლების სპეციალური პრომოკოდი, რომელიც მათ შეკვეთის გაფორმებისას შეუძლიათ გამოიყენონ. 

მარკეტერების თქმით, შავი პარასკევის კამპანიაში მიტოვებული კალათის შესახებ ელფოსტები ძალიან ეფექტურია.

სწორად შეარჩიეთ ფასდაკლების შეთავაზება

კარგი იქნება, თუ შავი პარასკევისთვის შექმნით ისეთ შეთავაზებას, რომელიც მოუწოდებს მომხმარებელს, დროულად გააკეთონ არჩევანი. მომხმარებელთა უმეტესობა ან ფასდაკლების დასაწყისში ან ბოლოს იყიდის, ამიტომ რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის მოსაზიდად, ხაზი გაუსვით დანაზოგს, რომელსაც გააკეთებენ პროდუქტის თქვენგან შეძენის შემთხვევაში.

გაყიდვების შემდგომი კამპანიის ჩატარება

შავ პარასკევს ყველა კომპანია სავსეა რეკლამებით, რაც არჩევანის გაკეთებას ართულებს. ელფოსტის მარკეტინგული კამპანიის გახანგრძლივებით საქმეს გაიმარტივებთ. მაგალითად, არსებობენ კომპანიები, რომლებიც შავი პარასკევის დასრულებიდან კიდევ 10 დღის განმავლობაში აგრძელებენ შეთავაზებებს და, როგორც აღმოჩნდა, ეს საკმაოდ სწორი სტრატეგიაა.

გამოიყენეთ სეგმენტაცია და დააჯილდოვეთ ლოიალური მომხმარებლები

შავი პარასკევი შესანიშნავი შესაძლებლობაა, დააჯილდოვოთ ლოიალური მომხმარებლები ექსკლუზიური შეთავაზებით. თქვენ შეგიძლიათ, ამ მომხმარებლების სამიზნე აუდიტორიის სეგმენტები წინასწარ შექმნათ და გამოიყენოთ ელფოსტის პერსონალიზაციაც, რათა ადამიანებმა იგრძნონ, რომ ელფოსტა მხოლოდ მათთვისაა განკუთვნილი.

რეკომენდაცია რეალური მომხმარებლებისგან

ყველა მარკეტერი თანხმდება იმაზე, რომ ეს საუკეთესო გზაა გაყიდვების გასაზრდელად და ხალხის მოსაზიდად, ამიტომ თამამად შეგიძლიათ უკვე არსებული შეფასებების ჩართვა იმეილკამპანიებშიც, თუნდაც, წინა შავი პარასკევის გამოცდილებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მადლობის მეილები

თუ ნახეთ, რომ თქვენ მიერ გაგზავნილმა შეტყობინებებმა კარგად იმუშავა და მოცემულმა მომხმარებელმა შეიძინა შავ პარასკევს თქვენი პროდუქტი, ძალიან სასიამოვნო ჟესტი იქნება თქვენგან, რომ გაუგზავნოთ მადლობის მეილი. ეს ქცევა ამ ადამიანებს თავს ღირებულ მომხმარებლად აგრძნობინებს და შეუყვარდება არა მხოლოდ ნაყიდი პროდუქტი, არამედ თქვენ, როგორც ბრენდი.

IT კარიერა საქართველოში: პირველი ნაბიჯები და სწორი აკადემიის არჩევა

პასიურ-აგრესიული ქმედებები და გზები მასთან გასამკლავებლად