11
ოქტ
2018

4 ტერმინი, რომელიც ბიზნესში არ უნდა გამოიყენოთ!

11 ოქტ 2018

თუ გინდათ, კომპანიაში სერიოზულად აღგიქვამდნენ, ნუ აჰყვებით მოდას და ნუ გამოიყენებთ ე.წ. ტრენდულ ტერმინებს. სინამდვილეში, ასეთი შაბლონური ფრაზებით საუბარი, საქმიან ურთიერთობებში, დღეს, სირცხვილად ითვლება – მინიმუმ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით.

statiebi-bog
statiebi-bog

შემთხვევითი კოლაბორაცია (Accidental collaboration) – ბიზნესში ასეთი ცნება არ არსებობს. შესაძლოა, ორი ფრილანსერი ან სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ თუ მათ საერთო ინტერესი ან ხედვა არ აქვთ, წარმოუდგენელია, ერთად იმუშაონ.

პლასტიგლომერატი (Plastiglomerate – ქვა, რომელზეც დალექილია სხვადასხვა ნადები და ბუნებრივი ნივთიერებები). ამ ტერმინს, როგორც წესი, გადატანითი მნიშვნელობით იყენებენ, როცა „კაპიტალიზმის“ უარყოფით კონტექსტში მოხსენიება სურთ.

სადოპოპულიზმი (Sadopopulism). ამ სიტყვას ისეთი სახელმწიფო ორგანოს/დაწესებულებასთან მიმართებით ამბობენ, ყოველგვარი გეგმის გარეშე რომ მოქმედებს და საკუთარ მოქალაქეებს აზარალებს. უფრო ხშირად კი სადოპოპულისტს უწოდებენ პოლიტიკოსს, ვინც არჩევნების წინ, ამომრჩეველს ბევრ რამეს ჰპირდება, გამარჯვების შემდეგ კი, მიცემული სიტყვა ავიწყდება. ეს წმინდად, პოლიტიკური ფრაზაა, თანაც უარყოფითი კონტექსტის. ამიტომ, არ ღირს ბიზნესში, პარტნიორებთან ან სამსახურში ამ სიტყვებით საუბარი.

კიბერლოფინგი (Cyberloafing – როდესაც ადამიანი სამსახურებრივ რესურსს, ინტერნეტზე წვდომას, პირადი ინტერესებისთვის იყენებს). ცოტა გადაჭარბებულია, თუ თანამშრომელი სამუშაო დროის მცირე ნაწილს პირად საქმეებს უთმობს, ასეთი უარყოფითი კონტექსტის სიტყვით „შეამკოთ“. არსებობს ტერმინი Underload (არასრული დატვირთვა) – უკეთ გამოხატავს იმ პიროვნების ქცევას, ვინც სამსახურს საქმეს დროს აკლებს და სხვა საკითხებს აგვარებს.

წყარო: Inc.com



განხილვა