Ember კომპაქტური ელექტროგამათბობელია. მასში ინტეგრირებული ჭკვიანი ფუნქციები თქვენი სახლის ნებისმიერი ადგილიდან გათბობის საშუალებას მოგცემთ.
ამას კი თანმხლები სმარტფონის აპლიკაციით შეძლებთ. თქვენ კონკრეტული სივრცეს მაშინაც გაათბობთ, თუ სახლში არ ხართ. გამოყენებული სითბოს ხარჯების მონიტორინგი კი გადასახადების გაკონტროლებაში დაგეხმარებათ.

შუა საუკუნეების თანამედროვე დიზაინის უახლესი ტენდენციით, Ember ბრინჯაოს ველოდრომის სტილისა და უჟანგავი ფოლადის გამოყენებით არის დაპროექტებული. DYSON-ის მსგავსი დიზაინით კი ის ნებისმიერ საცხოვრებელ ზონას ერგება, მინიმალისტური სტილის საძინებლიდან დაწყებული, ბაუჰაუსის ესთეტიკის მქონე მისაღები ოთახით დამთავრებული.

ელექტროგამათბობელი 1200 ვატიანი გათბობის სიმძლავრით არის აღჭურვილი და 215 ფუტის გათბობა შეუძლია. Ember-ის ცილინდრული ცენტრის შიგნით კერამიკული გამაცხელებელი ელემენტი მუშაობას, მყისიერი სითბოს თანაბრად განაწილებით, ჩუმი და ძლიერი ჩაშენებული ვენტილატორის მეშვეობით იწყებს. მომხმარებელს კი ზამთარში სახლის გათბობის საუკეთესო არჩევანს სთავაზობს.















