in

ჭკვიანი ფინჯანი, რომელიც ყავას თავისით აცხელებს

veon
veon

ალბათ, ხშირად ყოფილხართ სიტუაციაში, როცა ყავა, ან ჩაი დაისხით, თუმცა საქმეებს შეყევით და ისე გაცივდა, რამდენიმე ყლუპის მოსმაც კი ვერ მოასწარით. არადა, ყავა ბევრი ადამიანისთვის დილის და ზოგადად, სამუშაო დღის განუყოფელი ნაწილია. მსგავსი სიტუაციების გადასაჭრელად კი პატარა ტექნოლოგიური პროდუქტები არსებობს, რომელთა შეძენითაც შეგვიძლია საკუთარ თავს, ან ყავადამოკიდებულ მეგობარს შევუქმნათ კომფორტი. ასეთი მოწყობილობაა Ember Mug 2 – ჭკვიანი ფინჯანი, რომელსაც სპეციალური აპლიკაციით „ეუბნებით“, ყავის რა ტემპერატურაა თქვენთვის სასურველი. ის ამ ინფორმაციას იმახსოვრებს და სენსორის დახმარებით, ახერხებს ყავა არ გაგიცივდეთ. მეტიც, ის გამოგიგზავნით შეტყობინებას, როცა თქვენი ყავა საჭირო ტემპერატურას მიაღწევს.

Ember Mug 2 ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც სპეციალურ სადგამზე იმუხტება. სადგამისგან მოშორებით კი მისი ელემენტი საათნახევრის განმავლობაში გაგიძლებთ. მისი გარეცხვა კი ჩვეულებრივი ფინჯნის მსგავსად შეგიძლიათ.

ციფრული თბილისიმარათონი დაიწყო!

GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია