12
Jul
2019

პირველი რესპუბლიკის დროშასა და გერბს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 

12 Jul 2019

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშასა და გერბს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბი/Photo Credit: საქართველოს ეროვნული არქივი

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშა (ესკიზი)/ Photo Credit: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

„საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მომართვისა და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, 2019 წლის 28 ივნისს, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშასა და გერბს“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

განხილვა