in

90-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი, ჩატ-რულეტი და ვირტუალური ბარები ნეთვოქრინგისთვის: რა გელით EMERGE 2020-ზე

ქვეყნები უკვე იწყებენ საზღვრების გახსნას. ამის მიუხედავად, ციფრულმა სამყარომ ახალი შესაძლებლობები გაგვიხსნა და გვასწავლა, როგორ მოვიზიდოთ ინვესტიცია ონლაინ რეჟიმში. სწორედ, ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც, 1-3 ივნისს, EMERGE-ის კონფერენცია არ უნდა გამოტოვოთ. პროგრამა მოიცავს Coursera-ს, Tesla-ს, Dropbox-ის, MIT Technology Review-ის, Miro-სა და სხვა კომპანიების დამფუძნებლებისა და წარმომადგენლების გამოსვლებს. კონფერენცია ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მასზე 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კონფერენცია სამი დრის განავლობაში ჩატარდება, 4-6 საათის მანძილზე. თითქმის ყველა ღონისძიება დაიწყება დღის მეორე ნახევარში. მაყურებელთა ჩართულობის გასაზრდელად, გამომსვლელთა დროის ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაივლის.

ტექნოლოგიური პროფესიონალებისთვის

საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებენ პროდუქტის მენეჯერები, პროდუქტის დიზაინერები, ტექნოლოგიური დირექტორები და ინჟინრები ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Netflix, SoundCloud, TransferWise, Farfetch, Google, Facebook, NVIDIA და სხვები.

კონფერენციიდან მაქსიმუმის მიღება თუ გსურთ, შეგიძლიათ ჩაეწეროთ ვორკშოპებზე Microsoft-ის, Google-ის, Preply-ის, Macpaw-ის, Wargaming-ის პროფესიონალებთან.

სტარტაპებისთვის EMERGE-ში მონაწილეობა სტარტაპ ფიჩინგ კონკურსის EMERGE CHALLENGE გამოა საინტერესო. კონკურსის ჯილდოა 10 000 ევრო. წელს, EMERGE CHALLENGE-ის პარტნიორები არიან Flint Capital, MegaFon, VTB Bank და Chivas.

ანგელ ბიზნესმენთა ბელარუსიული ქსელი Angel Band, რომელიც 200 000 ევროს ინვესტირებას აპირებს EMERGE-ზე წარმოდგენილ სტარტაპებში.

EMERGE-მა სპეციალურად შეიმუშავა UNICORN სტრიმი, სპეციალურად სტარტაპებისთვის. მისი მნიშვნელოვანი საკითხებია გლობალურ მასშტაბზე გასვლა, სტარტაპის შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდა, დიდ კორპორაციებთნ მუშაობა, პანდემიის განმავლობაში გადარჩენა და სხვა.

ინვესტორებისთვის EMERGE დახურულ ღონისძიებას გამართავს, სადაც ორი დღის განმავლობაში, პანელურ დისკუსიებზე იქნება შესაძლებელი Flint Capital-ის, Hoxton Ventures-ის, Microsoft M12-ის ინოვაციური დივიზიის, TA Ventures-ის, Acrobator Ventures-ისა წარმომადგენლებთან კომუნიკაცია.

პრეზენტაციით “Cherry on the pie” – European Business Angels Network EBAN-ის პრეზიდენტი პიტერ კოულეი წარდგება. ასევე, ვენჩურული კაპიტალის ერთ-ერთი პიონერის – ტიმ დრაპერის პრეზენტაციაც ჩატარდება. ის იყო ადრეული ინვესტორი ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Twitch, Tesla, Coinbase, Robinhood, SpaceX… ის თავის გამოცდილებასა და მოსაზრებებს გაუზიარებს Venture Night-ის მონაწილეებს.

EMERGE-ზე მისთვის საყურადღებო ინფორმაციას მიიღებს ყველა, ვისაც აინტერესებს, რა ხდება სამყაროში. FUTURE ღონისძიების წლევანდელი სლოგანია #lifeafter. მისი სპიკერები გაუზიარებენ შეხედულებებს პანდემიის შედეგებსა და მის გავლენაზე სხვადასხვა ინდუსტრიის მიმართ: ელექტრონულ კომერციაზე, ტურიზმზე, ადამიანურ რესურსებზე, განათლებასა და სხვა. მაგალითად, Coursera-ს წარმომადგენელი შარვან გოლი გვიამბობს, რა გამოწვევის წინაშე დადგა კომპანიის გუნდი, პანდემიის პერიოდში. MIT Technology Review-ის მთავარი რედაქტორი გიდეონ ლიხფილდი ისაუბრებს შემდეგ “კორონავირუსის შემდეგი მსხვერპლი: სილიკონის ველი”.

ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება იქნება ველნესი, რომელიც ფოკუსიერებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე, იოგაზე, გაცნობიერებულობაზე, მედიტაციასა და მათ გავლენაზე ტექნოლოგიური სამყაროს მიმართ. სპიკერები არიან ცნობილი ადამიანები, რომლებიც ისაუბრებენ ციფრულ ჯანმრთელობასა და ბიომეცნიერებაზე, გაგიზიარებენ ნეიროსპეციფიკურ შეხედულებებსა და მედიტაციის პრაქტიკებს, განიხილავენ ციფრული ცხოვრების შესაძლებლობებსა და უპირატესობებს.

ტექნოლოგიებსა და ველნესზე ისაუბრებენ ედი სტერნი, იოგას პროფესიონალი ინსტრუქტორი მსახიობი გვინეტ პელტროუ, მოდელი დაუტზენ კრუსი და დიპაკ ჩოპრა – ინტეგრაციული მედიცინისა და პერსონლური ტრანსფორმაციის პროფესიონალი, 89 წიგნის ავტორი, რომლებიც 43 ენაზეა ნათარგმნი. დიპაკ ჩოპრა არის Chopra Global-ის დამფუძნებელი, რომელიც 21-დღიან მედიტაციურ აპლიკაციას ქმნის. გასულ წელს, დიპაკ ჩოპრამ წარმოადგინა საკუთარი ციფრული ვერსია – “ციფრული დიპაკი”.

მიიღეთ მონაწილეობა კონფერენციის ყველა აქტივობაში. დილის მედიტაციიდან დაწყებული (რომელსაც ავსტრალიიდან ნიკო პლაუმანი წარუძღვება), ჩატ-რულეტები, ნეთვორქინგი და ა.შ.
EMERGE x CHIVAS-ის ციფრულ ბარებში დიჯეები წარუძღვებიან პერფორმანსს, იქნება ლაივ ჩატები და სხვა აქტივობები, კარაოკე, საუნა და ა.შ.

არა, ამ ერთხელ, ასე არ მოიქცეთ! – Nike აფროამერიკელის მკვლელობას გამოეხმაურა

ქართული Covid 2.0 რეალობა