in ,

EMERGE CHALLENGE-ზე სტარტაპ აპლიკაციის გასაგზავნად სულ რამდენიმე დღე გაქვთ!

საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია EMERGE, ონლაინ რეჟიმში, 1-3 ივნისს გაიმართება. ღონისძიების პროგრამა მოიცავს გამომსვლელთა ტრანსლაციებს შემდეგი პლატფორმების საშუალებით: Coursera, Dropbox, Tesla, Farfetch, NVIDIA, MIT Technology Review, Miro, Atomico. საერთო ჯამში, ღონისძიება 80-ზე მეტ სპიკერს, ათობით ვორკშოპს, მენტორინგის სესიასა და სხვა აქტივობებს მოიცავს. EMERGE CHALLENGE გამოავლენს სტარტაპ კონკურსის გამარჯვებულსაც, რომელსაც €10,000 გადაეცემა. კონკურსი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობის მიღება ქართულ სტარტაპებსაც შეუძლიათ. ამ დროისათვის, საორგანიზაციო ჯგუფმა 290 განაცხადი მიიღო 30 ქვეყნიდან.

EMERGE CHALLENGE-ის პარტნიორები არიან U.S. VC Flint Capital, MegaFon, VTB Bank და Chivas, რომელმაც სტარტაპებისთვის სოციალურ თემატიკაზე $1000 პრიზი გამოყო.

ბელარუსიულმა ანგელ ბიზნესმენთა ორგანიზაციამ Angels Band გადაწყვიტა 50 000 ევროს ინვესტიცია განახორციელოს სტარტაპში, რომელიც მათ საინვესტიციო ინტერესს შეესაბამება.

“პანდემია, იზოლაცია, კრიზისი – გლობალური ეკონომიკა ახლა რთულ ეტაპს გადის. მაგრამ ინვესტორებისთვის ეს ახალ პროექტებში რესურსების ჩასადებად საუკეთესო დროა. მიუხედავად იმისა, სად გააკეთებენ ინვესტიციას, ყველაზე ხელსაყრელი საამისოდ სწორედ პოსტრეცესიული პერიოდია. ეს ეხება ვენჩურული კაპიტალის ინვესტიციასაც, რადგან ვენჩურულ ინვესტორს აქვს დაგეგმვის ფართო ჰორიზონტი. ინვესტორები არ ფიქრობენ თვეების მიხედვით, არამედ წლების იქით იყურებიან. მათ იციან, რომ ინვესტიციის შედეგი 5-7 წლის შემდეგ გამოჩნდება,” – განაცხადა Angels Band-ის თანადამფუძნებელმა კირილ გოლუბმა.

EMERGE CHALLENGE ღიაა იმ სტარტაპებისთვის, რომლებმაც ამ დროისთვის სამ მილიონ ევრომდე მიიღეს, აქვთ სამუშაო პროტოტიპი, ამუშავებენ გლობალურ ინოვაციურ ტექნოლოგიურ პროდუქტს, აქვთ გარკვეული საწყისი ნაბიჯები – გადამხდელი მომხმარებლები, გამოწერები, რეგისტრაციები. მზარდი სტარტაპები ფიჩინგს Venture საღამოს გაივლიან, რასაც დაესწრებიან ინვესტორები შეზღუდული რაოდენობით. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 16 მაისია (23:59 GMT+3).

ასევე, ონლაინ კონფერენციის განმავლობაში, სტარტაპებს შეეძლებათ ახალი ცოდნისა და იდეების შეგროვება ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში.

გაითვალისწინეთ, თუკი გამოიყენებთ პრომოკოდს MARKETEMERGE, ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

მსოფლიოში პირველი გამოსახულების AI სენსორი Sony-სგან კამერებს გაცილებით ჭკვიანს გახდის

თუ შენ ვერ მიდიხარ სილამაზის სალონში, სილამაზის სალონი მოვა შენთან!