12
Apr
2019

Emerge Challenge სტარტაპ აქსელერატორისთვის სტარტაპებს ეძებს

12 Apr 2019

Emerge Challenge არის სტარტაპების კონკურსი, რომელიც ბელარუსში იმართება. იგი წელს ერთ-ერთი პირველი ევროპული სტარტაპ აქსელერატორისთვის, Rockstart-ისთვის 10 სტარტაპს შეარჩევს, რომლიდანაც ორ მათგანს აქსელერატორის მიერ გამართულ შესარჩევ ეტაპზე ამსტერდამში გამგზავრებას სრულად დაუფინანსებს. დარეგისტრირებული სტარტაპები ჩამოთვლილ სექტორებში უნდა მოღვაწეობდნენ: აგროკულტურით დამზადებული საკვები, ციფრული ჯანდაცვა – ჯანმრთელობის ციფრული ტექნოლოგიებით ხელშეწყობა, სმარტ ენერგია და განვითარებული/ახალი ტექნოლოგიები.

Emerge Challenge-ის მიერ საბოლოო სტარტაპების შერჩევა 3 ეტაპის გავლის შემდეგ ხდება. პირველ ეტაპზე 50 სტარტაპი მონაწილეობს, საიდანაც უნდა შეირჩეს ნახევარფინალისტები. ნახევარფინალისტებიდან კი ბოლოს 10 ფინალისტი უნდა დარჩეს, რომლებიდანაც 2 მათგანი სრულად დაფინანსდება.

საბოლოოდ კი, ფინალისტები წავლენ Rockstart-ის მიერ გამართულ სტარტაპთა აქსელერაციის პროგრამაზე ამსტერდამში, რომელზეც მონაწილეობას მიიღებს 500-ზე მეტი აპლიკაციიდან არჩეული 25 სტარტაპი.

აღნიშნულ პროგრამაზე კი გამარჯვებულები წარადგენენ თავიანთ კომპანიებს Rockstart-ის საინვესტიციო კომიტეტის წინაშე. მენტორებითან და ინვესტორებთან ერთად (რომლებიც გამოცდილი ანტრეპრენუარები და საინდუსტრიო სპეციალისტები არიან), სტარტაპების გუნდები, HR და ტექნიკური ექსპერტები და ასევე Rockstart-ის გუნდი ერთად გაივლიან სტარტაპების საბოლოო შეფასებას იმისთვის, რომ უფრო ნათელი გახდეს სტარტაპის მიზანი და პროდუქტი.

დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს. 

განხილვა