Domino-მ ამერიკის ბაზარზე „გადაუდებელი პიცის სერვისი“ დანერგა — ეს არის პიცა, რომელიც სასწრაფოდ ესაჭიროება მომხმარებელს. რა თქმა უნდა, მთელი იდეა შეზღუდული გამოშვების შეფუთვაშია, რაც იდეურად კონკრეტული ბრენდის „დამხმარე შესაძლებლობებზე“ მიუთითებს — თითქოს, მისი პროდუქცია იმდენად მნიშვნელოვანია, როგორც, პირობითად, მინის უკან მოთავსებული ცეცხლმაქრი.

ამავდროულად, Emergency Pizza-ს სერვისი ორ უფასო პიცას მოიცავს და მისით მაშინ ისარგებლებენ მომხმარებლები, როდესაც საკვების მხრივ გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. მაგალითად, გაუთვალისწინებლად რომ მოდიან მეგობრები, სახლში კი მხოლოდ საჭმლის ცარიელი შეფუთვებია დარჩენილი.

„შეიძლება, სადილი დაგეწვათ ან შუქი ჩაქრეს… როგორიც უნდა იყოს თქვენი გამოუვალი სიტუაცია, Domino-ს სჯერა, რომ უფასო პიცა ნებისმიერ მსგავს გადაუდებელ საჭიროებას ეფექტურად დააკმაყოფილებს. ყოველდღიურობაში იმდენ სირთულეს ვაწყდებით, ნებისმიერ მომენტში გვჭირდება პიცა…“, — ამბობს ქეით ტრამბალი, დომინოს ვიცე-პრეზიდენტი.













