Netflix-მა ახალი ფუნქცია დაამატა. Google-ის Lens ტექნოლოგიის დახმარებით, პლატფორმაზე Emily In Paris-ში ნაჩვენები ნივთების შეძენაა შესაძლებელი. Netflix-ისა და Google-ის თანამშრომლობის ფარგლებში, სტრიმინგ პლატფორმას პოპულარული სერიალის „ემილი პარიზში“ მაყურებლებისთვის შოპინგის ფუნქცია Shop with Google დაემატა. მაყურებლებს მობილური მოწყობილობიდან Google Lens-ით შეუძლიათ დაასკანერონ ეკრანზე ნაჩვენები სამოსი და მსგავსი ნივთები იპოვონ.
სიახლე ასევე მოიცავს ინტეგრირებულ რეკლამისა და სპონსორობის შესაძლებლობას. ეპოქაში, სადაც სტრიმინგ პლატფორმების ბაზარზე კონკურენცია სწრაფად იზრდება, ასეთი ფუნქცია ნამდვილად საინტერესო კონკურენტული უპირატესობა შეიძლება აღმოჩნდეს. ამრიგად, Netflix არამხოლოდ საყვარელი სერიალის ყურების პლატფორმაა, არამედ შოპინგის სივრცეც. წარმოიდგინეთ, როგორია იმავე ნივთების შეძენა, რასაც მაგალითად, სერიალის მთავარი გმირი ლილი კოლინზი ატარებს.
Netflix-ის სტრიმინგ სერვისი, როგორც ჩანს, ბრენდებისა და მაყურებლის საყვარელი კონტენტის დაკავშირებას აქტიურად აპირებს. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ წამოიწყო მარკეტინგული კამპანიები, რითაც დააკავშირა Geico და “Leo”, Domino’s და “Stranger Things” და Old Spice და “The Witcher”. Google-ისა და “Emily in Paris”-ის კავშირი კი, კიდევ უფრო შორს წავიდა და Netflix-მა სერიალის კონტენტი უშუალოდ Google Lens-ისა და Google Shopping-ის ფუნქციონალს დაუკავშირა.
კომპანიებმა ასევე გააღრმავეს პარტნიორობა ლოს-ანჯელესში გამართულ ცოცხალ აქტივობაში. იქ გულშემატკივრებმა Google Lens-ის გამოყენება შეძლეს, რათა შეესწავლათ სერიალისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობა და ამ სტილის ნივთები შეეძინათ. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შეეძლოთ პარიზში მოგზაურობის მოგებაც, თუ ნაჩვენები სამოსის სტილს გამოიცნობდნენ.
Netflix-ის ასეთი მიმართულების შემუშავებას წინ უძღოდა ტარიფის 34%-ით ზრდა მეორე კვარტალში. ჯერ კიდევ, 2023 წლის მაისისთვის, პლატფორმას დაახლოებით 40 მილიონი გლობალური აქტიური მომხმარებელი ჰყავდა ყოველთვიურად. Netflix-მა თავისი სარეკლამო ბიზნესი 2022 წელს გაააქტიურა. რეკლამაზე დაფუძნებული ტარიფი, რომელიც $6.99 ღირს აშშ-ში, ახლა უკვე 45%-ზე მეტ ექაუნთს მოიცავს ყველა ბაზარზე.
წყარო: marketingdive