ემინემის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებულ გამოწვევაში რეპერის ათასობით გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა. გამოწვევის თანახმად, ემინემის თაყვანისმცემლებს უნდა ეცადათ, რეპერის მსგავსი სისწრაფით გაერეპათ. უფრო კონკრეტულად, მათ ევალებოდათ ემინემს ცნობილ სიმღერა Godzilla-ში აჰყოლოდნენ. გამოცემა „საუთფაუერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოცემას საკუთარი ფავორიტი ჰყავს, რომელიც 16 წლის ზუგდიდელი ნინი ჩილაჩავაა. გამოცემის ცნობით, ნინი ჩილაჩავას მიერ შესრულებული Godzilla, ინსტაგრამზე, 100 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.
Southpawer 16 წლის ნინი ჩილაჩავას ემინემის გამოწვევაში „გამარჯვებულად“ ასახელებს
