in

Emirates მსოფლიოში პირველი აუტიზმის სერტიფიკატის მქონე ავიაკომპანია გახდა!

Emirates-ის ფრთები უკვე ნეირომრავალფეროვნების საჭიროებებს მოემსახურება, რადგან იგი პირველი ავიაკომპანია გახდა მსოფლიოში, რომელმაც IBCCES-ისგან Autism Certification მიიღო. 2025 წლის დასაწყისისთვის კომპანია 30 000-ზე მეტი პერსონალის ყოლას გეგმავს, რომლებსაც სპექტრის მქონე ინდივიდების მხარდასაჭერად და მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სპეციალური კურსი ექნებათ გავლილი. ამგვარად, ავიაციის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ცვლილების მომსწრენი ვხდებით.

სერტიფიკატის მისაღებად Emirates მჭიდროდ თანამშრომლობდა IBCCES-თან, კვლევები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 14 000-ზე მეტ ადამიანთან ჩაატარეს და უკუკავშირი ინდუსტრიის 1200 ექსპერტისგან მიიღეს. აღნიშნულის მიხედვით კი გადამზადების პროგრამები შექმნეს, ასწავლეს პერსონალს, როგორ ამოიცნონ სენსორული გამოწვევები და როგორ უპასუხონ ეფექტურად ინდივიდუალურ საჭიროებებს.

ეს მოიცავს როგორც ფრენის, ისე სახმელეთო სერვისებს, რათა აუტიზმის მქონე მგზავრებს იდეალური გამოცდილება შესთავაზონ რეგისტრაციის დაწყებიდან ჩასვლამდე.

პირველი კლასის გამოცდილებისთვის ე. წ. სენსორულ გიდებსაც სთავაზობენ მათ. ეს ციფრული ხელსაწყოები დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის იმ გარემოების შესახებ, რომელმაც, შესაძლოა, მგზავრი შეაწუხოს, იქნება ეს ხმაურის დონე თუ განათება. კომფორტული მგზავრობისთვის მათ სათამაშოებსა და დამამშვიდებელ ხელსაწყოებსაც სთავაზობენ — ასე კი Emirates დუბაის მიზნებს ესადაგება, გახდეს ყველაზე ხელმისაწვდომი ადგილი მსოფლიოში… 

GT Motors-ის მარკეტინგის გუნდს ელლა კამლაძე უხელმძღვანელებს

WhatsApp Meta AI-ის ვიჯეტს ქმნის