in

Emirates მგზავრებს თვითრეგისტრაციისთვის ავტონომიურ რობოტს სთავაზობს

წარმოიდგინეთ, პასპორტი და ჩანთები უკვე მზად გაქვთ, გამგზავრებამდე კი 2 საათი დარჩა… თუ Emirates-ებით მიფრინავთ, Sara-ს შეხვდებით, ახალ რობოტს, რომელიც რეგისტრაციის გავლაში დაგეხმარებათ. 

მართალია, დღეს საერთაშორისო აეროპორტებში თვითმომსახურების ტერმინალები მზარდი პოპულარობით გამოირჩევა, მაგრამ სარა მათგან ცოტათი განსხვავებულია — ის ავტონომიური რობოტია, რომელსაც სარეგისტრაციო სივრცეში ხეტიალი შეუძლია, რათა ის ადამიანები მოძებნოს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.

მაგალითად, როცა მგზავრი მზად იქნება, შეუძლია მას პასპორტი მიაწოდოს, იგი დაასკანერებს და შესაბამის სივრცეში გადაიყვანს ჩანთების ჩასაბარებლად. აეროპორტში სიჩქარე საკმაოდ სტრესული და ჩვენთვის ნაცნობი ამბავია, Sara კი ამ პროცესს ამარტივებს.

ახალ რობოტს City Check-In-სა და Travel Store Emirates-ში, დუბაის ICD Brookfield Place-ში შეხვდებით. ეს ახალი გამოცდილება მოგზაურებს საშუალებას აძლევს, დაჯავშნონ ფრენები და დარეგისტრირდნენ ფრენამდე 4-24 საათით ადრე. შემდგომ კი შეუძლიათ, ICD Brookfield Place-ში გაისეირნონ და დრო გაატარონ რესტორნებში, მუზეუმებში, მაღაზიებსა და სავარჯიშო დარბაზებში მანამ, სანამ დუბაის საერთაშორისო აეროპორტისკენ აიღებენ გეზს.

როგორც ამბობენ, Sara მომავალში ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებს და ისეთ აქტივობებში დაგვეხმარება, როგორებიცაა სასტუმროში ოთახების დაჯავშნა, ვიზისა და იმიგრაციის საკითხების მოგვარება… 

„IT  აკადემია სტეპი“ Spotlight Tech-ის მხარდამჭერია!

AI დეკოდერი ადამიანის ფიქრებს სიტყვებად გარდაქმნის