Smart-მა გადაწყვიტა ახალი სარეკლამო ვიდეორგოლით საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, როგორ აბინძურებენ ადამიანები გარემოს თავიანთი ავტომობილებით. კომპანიამ ამ გზავნილის გასავრცელებლად საკმაოდ ორიგინალური, ამასთან იუმორისტული საშუალება მოძებნა. Smart-ის 44 წამიანი ვიდეო, რომელიც მთლიანად ინფრაწითელი კამერის რეჟიმშია გადაღებული, ჩვეულებრივი ავტომობილების გარემოზე უარყოფით ზეგავლენას უსვამს ხაზს და საზოგადოებას ელექტრო ავტომობილებით სარგებლობისკენ მოუწოდებს.