ტოკიოელ-ფრანგმა არქიტექტორმა და მხატვარმა, ემანუელ მორომ კიდევ ერთი ფერადი ინსტალაცია წარმოადგინა ამჯერად ცნობილი იაპონური ბრენდისთვის mt. 600 ლენტისა და 100 სხვადასხვა ფერის გამოყენებით, მორომ იმერსიული სამყარო შექმნა, რომელსაც ერთმანეთთან მკვეთრი გადაკვეთის წერტილები აქვს. ინსტალაცია დამზადდა mt factory-ის მეათე ტურისთვის, გამოფენისთვის, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება, რათა აჩვენოს mt’s masking tape-ის უსასრულო შესაძლებლობები, რომელიც ტრადიციული იაპონური სარეცხი ქაღალდისგან მზადდება.
ინსტალაციისთვის მორომ გამოიყენა 15მმ-იანი ლენტი, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა 100 სხვადასხვა ტონით. ქსოვილი შედგება ვერტიკალურად და დიაგონალზე განლაგებული ათასობით თხელი ხაზისგან, რომელიც შთამბეჭდავ სივრცეს ქმნის. ვიზიტორებს შეუძლიათ გაიარონ ლენტების გვირაბი, შეიგრძნონ ფერების გრადაცია და დააკვირდნენ, როგორ იცვლება ჩრდილები და ეფექტები იმის მიხედვით, თუ რომელი კუთხიდან ვუყურებთ ინსტალაციას. ინსტალაცია სულ 28 კმ სიგრძის ლენტებისაგან შედგება.
დამთვალიერებლები მისი შემხედვარე დროს ივიწყებენ და მთელი არსებით განიცდიან ამ ფერთა სილამაზეს.