1
Sep
2017

7 კითხვა და ინდიკატორი, რომელიც გასაუბრებაზე კანდიდატის ემოციური ინტელექტის დონეს გამოავლენს

1 Sep 2017

სამუშაო პროცესი მრავალფეროვანი და საინტერესო ფენომენია. იგი აერთიანებს განსხვავებული კომუნიკაციის ფორმებს, მათი სწორად მართვა, საჭირო და ეფექტიანი გუნდური მუშაობის უზრუნველსაყოფად, საკმაოდ რთული საკითხია. ამბობენ, რომ ემოციური ინტელექტი მოიცავს ემოციების აღქმის, გაგების, გამოხატვის, მართვისა და რეგულირების უნარს, რომელიც ასე აუცილებელია თითოეული მენეჯერისთვისა თუ თანამშრომლისთვის. OfficeTeam-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც 600 HR მენეჯერი და სხვადასხვა ოფისის 800 თანამშრომელი იყო ჩართული, ემოციური ინტელექტი (EQ) არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესში, პროფესიონალთა პროდუქტიული ინტერაქციისთვის. გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, HR მენეჯერების 30% ამბობს, რომ დამსაქმებელთა უმრავლესობა არ ამახვილებს საკმარის ყურადღებას ემოციურ ინტელექტზე, ადამიანური რესურსის აყვანის პროცესში.

pasha-statiebi
pasha-statiebi

„როდესაც ორგანიზაციები ქირაობენ ემოციური ინტელექტის მქონე კადრს და ეხმარებიან არსებული გუნდის წევრებს განვითარდნენ ამ მიმართულებით, შედეგი არის მეტად შეგუებადი და კოლაბორაციული გუნდი,” – თქვა ბრენდი ბრიტონმა, OfficeTeam-ის პრეზიდენტმა. ფაქტია, რომ დასაქმებულებს მაღალი ემოციური ინტელექტით, შეუძლიათ მეტად ქმედითად და ეფექტურად შეეგუონ სამუშაო სივრცეში მიმდინარე ცვლილებებს, გამოწვევებს, სიტუაციებს, განსხვავებულ კოლეგებს და რაც მთავარია, ისინი არიან საუკეთესო ლიდერები.

სპეციფიკური ინდიკატორები – რას მივაქციოთ ყურადღება გასაუბრებაზე

თუ თქვენ იმყოფებით მენეჯერის ან HR-ის პოზიციაზე და გსურთ, რომ თქვენს ახალ კადრს  ჰქონდეს მაღალი ემოციური ინტელექტი, შეგვიძლია გირჩიოთ რამდენიმე სპეციფიკური ინდიკატორი, რომელიც კანდიდატში მაღალი EQ-ს არსებობას გამოააშკარავებს. მიაქციეთ ყურადღება ამ ქვეტექსტებს პირადი გასაუბრებისას:

  • თუ აპლიკანტი საუბრობს წარუმატებლობაზე, აკეთებს თუ არა აქცენტს საკუთარ პასუხისმგებლობაზე თუ ადანაშაულებს სხვებს?
  • როდესაც საქმე მიდის კრიტიკის დამსახურებამდე, შეუძლია თუ არა კანდიდატს აღიაროს რამდენიმე შეცდომა და შეინარჩუნოს ესა თუ ის საქმე პერსპექტივაში და არა იქცეს საკუთარი თავის დამცველად?
  • რაც შეეხება გუნდურ მუშაობას, შეუძლია კანდიდატს აღწეროს როგორ შეეჩეხა დიდ პრობლემებს და როგორ შეძლო მისი გადაჭრა გუნდთან ერთად თუ პასუხები მეტად ინდივიდუალურ მიღწევებს უსვამს ხაზს? მაგალითად, როდესაც ის საუბრობს წარმატებაზე, აცნობიერებს თუ არა სხვათა წვლილს მის მიღწევაში თუ მხოლოდ საკუთარ თავს მიაწერს გამარჯვებას?
  • როგორ ახდენს აპლიკანტი თქვენთან ინტერაქციას? დაკავებულია თუ არა მცირე საუბრით თუ გაურბის მას?
  • დაინტერესებულია თუ არა კანდიდატი სამუშაოთი და გუნდით, რომელთანაც უნდა ითანამშრომლოს ბრენდის მიზნების მისაღწევად, თუ გრძნობთ, რომ მისთვის სულ ერთია?
  • კომუნიკაციისას, აპლიკანტი იყენებს თუ არა ისეთ ტერმინებს, რომლებიც ადვილად გასაგებია და გამოხატავს დათმობებს სხვების მიმართ, თუ პასუხებში იგულისხმება, რომ ის, შესაძლოა, იყოს გულგრილი სხვათა საჭიროებების მიმართ, რომლებიც მას არ ეხება?
  • რას იტყვით მისი სხეულის ენაზე? ის გისმენთ ყურადღებით თუ გაფანტულია?

7 კითხვა ემოციური ინტელექტის დონის გამოსავლენად

  • მოგვიყევით სამსახურეობრივი კონფლიქტის შესახებ, რომელიც გამოგივლიათ. როგორ გაართვით თავი მის მოგვარებას და თუ შეძლებდით თავიდან გამკლავებოდით მას?
  • აღწერეთ ყველაზე მონდომებული და პროგრესირებადი ზემდგომი თანამშრომელი, რომელთანაც როდესმე გიმუშავიათ. რა იყო ამ ურთიერთობაში ყველაზე განსხვავებული რამ, თქვენი პერსპექტივიდან და როგორ მართავდით მას?
  • რას ამბობდა თქვენი ძველი უფროსი, რა მიმართულებით გქონდათ სამუშაო ყველაზე მეტად? გადადგით თუ არა ნაბიჯები ამ მიმართულებების განსავითარებლად და რის შეცვლას ცდილობდით?
  • მოგვიყევით დღეზე, რომლის განმავლობაშიც ყველაფერი ცუდად მიდიოდა. როგორ გაუმკლავდით მას?
  • როგორ სამუშაო გარემო გიქმნით საუკეთესო მუშაობის პირობებს? როგორ გარემოში უტოლდება თქვენი პროდუქტიულობა ნულს?
  • თუ თქვენ ერთსა და იმავე სიტუაციაზე აზრს კითხავთ ბევრ ზემდგომ თანამშრომელს, ერთდროულად, განსხვავებული პრიორიტეტების პირობებში, როგორ გადაწყვეტთ, რომელი მათგანის აზრს ენდოთ?
  • თუ ბიზნესის პრიორიტეტი იცვლება, აღწერეთ, როგორ დაეხმარებით თქვენს გუნდს გაგებით მოეკიდონ ამას და იმუშაონ შეცვლილი მიზნებისთვის?
    დასასრულს, გთავაზობთ რამდენიმე მონაცემს OfficeTeam-ის კვლევიდან:

    • ადამიანური რესურსების სპეციალისტთა 95%-მა და დასაქმებულთა 99%-მა თქვა, რომ მნიშვნელოვანია დასაქმებულს ჰქონდეს ემოციური ინტელექტი;
    • დაახლოებით, ხუთიდან ერთ დასაქმებულს (21%) სჯერა, რომ ემოციური ინტელექტი ბევრად ძვირფასია სამუშაო სივრცეში, ვიდრე IQ (ინტელექტის კოეფიციენტი), ხოლო, 65%-მა თქვა, რომ ორივე მათგანი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი;
    • დასაქმებულთა 92% ფიქრობს, რომ მათ აქვთ ძლიერი ემოციური ინტელექტი; მეორე მხრივ კი, 74%-ს სჯერა, რომ მათ უფროსებსაც აქვთ ეს უნარი;
    • 10-დან 3 HR-ის სპეციალისტი (30%) მიიჩნევს, რომ დასაქმებულები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ემოციურ ინტელექტს ადამიანური რესურსის დაქირავების პროცესში;
    • ადამიანური რესურსების სპეციალისტებმა გამოააშკარავეს გაზრდილი მოტივაცია და მორალი (43%), როგორც ემოციური ინტელექტის მქონე პირების დაქირავებით გამოწვეული საუკეთესო სარგებელი;
    • დასაქმებულთა 86% თვლის – როდესაც კოლეგა არ აკონტროლებს მის ემოციებს, ეს მოქმედებს მის აღქმაზე, შესაბამისად კი, პროფესიონალიზმის დონეზე.


განხილვა