ფეისბუქის ემოჯით აწყობილი ეს ორიგინალური პოსტერები, რომლებიც ქართულ კინოს ასახავს, GIPA-ს აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებმა შექმნეს. როგორც მათმა ლექტორმა მირიან ჯუღელმა გვიამბო, ეს იყო მისი პირველი დავალება ამ სტუდენტებთან და : “სტუდენტებმა ბოლო წელს საკუთარ ფილმებზე უნდა იმუშაონ, ამიტომაც ვიფიქრე რაიმე კინოსთან დაკავშირებული დავალება ყოფილიყო, ბევრი ფიქრის მერე მივედი სახალისო, ერთი მხრივ მარტივ და მეორე მხრივ საფიქრელ დავალებდამდე – ქართული კინო გამოეხატათ ემოჯიებით, ისე რომ ყველასთვის გასაგები არა, მაგრამ მინიმუმ ერთი ადამიანისთვის მაინც ყოფილიყო მისახვედრი. შედეგები სახეზეა, ზოგმა ერთი სცენა გამოსახა, ზოგმა, ზოგმა მთელი სცენარი, ზოგმაც კი პერსონაჟები”.
პოსტერებზე მუშაობდნენ: მარიცა ჩაგელიშვილი, ელენე ასათიანი, გიორგი მამაგულაშვილი, ანი ნინიძე, ანნი პიტიურაშვილი, აკო ფურცხვანიძე, სოფო ჩხეიძე.