4
Oct
2017

ემოჯის ახალი დიზაინი! – Made in Google

4 Oct 2017

veon
veon


Emoji ღიმილაკები პატარა გრაფიკული გამოსახულებებია, რომლებსაც ელექტრონულ მესიჯებსა და ვებგვერდებზე ვიყენებთ და ამით  ჩვენს განწყობას, ემოციას, გამოვხატავთ ან ვსაუბრობთ ამა თუ იმ ადგილზე, საგანზე და ა.შ. სიტყვა Emoji იაპონური წარმოშობისაა – e – სურათი moji – ხასიათი. ეს „სმაილები” იაპონიაში ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გამოჩნდა, თუმცა, საყოველთაო პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ჯერ Apple Phone-ებში, შემდეგ კი Andrid-ის სისტემაში ინტეგრირდა. Google-მა ემოჯის ვიზუალები განაახლა. ძველისაგან განსხვავებით, ისინი უფრო მარტივია, გამოსაყენებლად კი უფრო მოსახერხებელი.


ახალ ღიმილაკებს წრის ფორმა აქვს. დიზაინერებისათვის ამოსავალი წერტილი იყო, შეექმნათ ემოჯის რაც შეიძლება მარტივი ვიზუალი, რომ მათი გამოყენება, განმეორებით დაწერა ან ფიგურების მონაცვლეობით გაგზავნა, რაც შეიძლება მარტივი ყოფილიყო.

განხილვა