in

Emoji-ზე დაფუძნებული ვებ-მისამართები უკვე Opera ბრაუზერშია

დღესდღეობით ემოჯები ჩვენთვის მშობლიური ენასავით არის. დიდი ხანია, ისე, რომ შეიძლება ვერც შევამჩნიეთ, სიტყვების ნაცვლად ვიზუალებს ვიყენებთ, მაგალითად, ვამბობთ LOL-ს, ან მწუხარებას გამოვხატავთ შესაბამისი ემოჯით…საინტერესოა, კიდევ რა გველის ამ მიმართულებით?

URL-ები. ისინი ჯერ კიდევ სიტყვებისა და ასოებისგან შედგება, თუმცა ამბობენ, რომ სადაც ახლა სიმბოლოებია, იქ ე.წ. emoji დაიკავებს მათ ადგილს. ორშაბათს OPERA-ს ბრაუზერმა გამოაცხადა, რომ ემოჯების ვებმისამართები უკვე არსებობს. აქვე აღნიშნეს, წავიდა “www”-ის ან „.com“-ის დრო და მათ ადგილას იქნება უნიკოდის სიმბოლოები, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი საკუთარი ხელებივით კარგად ვიცნობთ.

ეს ამბავი Yat-თან პარტნიორობით ხდება, რომელიც emoji URL-ებს ყიდის. Gizmodo მას Domain.com-ს ადარებს, რომელიც რეგულარულ დომენებს ყიდის. Yats კი ბლოკჩეინზეა ტოკენიზებული და ემოჯი კომბინაციების აქ დამზადება შესაძლებელია Ethereum NFT-ად ან ანიმაციური სტრიქონის სახით OpenSea-ზე.

ზოგიერთმა ცნობილმა მუსიკოსმა უკვე შეიძინა ეს სერვისი, მაგალითად, Lil Wayne-მა და Kesha-მ. Opera-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი მენეჯერი აცხადებს, რომ ინტეგრაცია თანაბარია როგორც ფუნქციონალურ, ისე გამომხატველობით ნაწილში. 

გარდა ამისა, ვებგვერდებში ჩაშენებული ემოჯები შეიძლება მიბმული იყოს Yat გვერდებთან, რისი მეშვეობითაც, კონკრეტული კომბინაციები ვინმეს საკუთრება ან ბრენდის ნაწილი შეიძლება გახდეს. 

 

როგორ უნდა მოიპოვოს საზოგადოების ნდობა ბიზნესმა?

შენ არ ხარ მარტო! – ასეთი კამპანიით ამხნევებენ ამერიკელ ვეტერანებს