Emojipedia-მ, რომელიც ემოციის გამოსახატად უნიკოდის სტანდარტით ქმნის გამოსახულებებს, ემოჯის მორიგი ნაკრები გამოუშვა. როგორც ჩანს, 2019 წლიდან 230 ახალი ემოჯი იქნება ხელმისაწვდომი. გამოსახულებების პრეზენტაციისთვის, Emojipedia-მ შექმნა ვიდეორგოლიც, სადაც ყველა ემოჯის ნახვაა შესაძლებელი.











