in

როგორ უკავშირებენ ემოჯის ფერს სოციალურ საკითხებს?

როგორც წესი, ადამიანების ემოჯის კანისა თუ თმის ფერს საკუთარი ვიზუალიდან გამომდინარე ირჩევენ. თუმცა ზოგიერთი თეთრკანიანი მომხმარებელი შიშობს, რომ თეთრი ტონის არჩევით, რასიზმს ახალისებს. მაგალითად, მწერალმა ენდრიუ მაკგილმა 2016 წლის ატლანტიკის სტატიაში აღნიშნა, რომ ბევრ თეთრკანიანს ექმნება ეს შინაგანი უხერხულობა.

ამის პარალელურად, ჩვენ ყვითელი ემოჯის არჩევანიც გვაქვს, რომელიც პიქტოგრაფიული გამოხატვის უნივერსალურ ან ნეიტრალურ ფორმად აღიქმება. უნიკოდი ამას კანის „არაადამიანურ“ ტონს უწოდებს. ეს აუცილებლად მოგვაგონებს რასობრივი ნეიტრალიტეტის ცნებას — თითქოს, ყვითელი ემოჯი იმის განცხადებას ჰგავს, რომ „მე ვერ ვხედავ რასას“, ანუ პოსტრასული პოლიტიკის საეჭვო აფორიზმს.

უბრალოდ, ამ ყველაფერს ართულებს ერთი ფაქტი: ნაგულისხმევი ყვითელი ფერი განუყოფლად არის დაკავშირებული The Simpsons-თან, რომელშიც ამ ტონს იყენებდნენ ექსკლუზიურად კავკასიური პერსონაჟებისთვის (სხვა რასების პერსონაჟებს, როგორიცაა აპუ და დოქტორ ჰიბერტი, ჰქონდათ ყავისფერი ელფერი). მწერალი ზარა რაჰმანი ამტკიცებს, რომ ემოჯის კანის ნეიტრალური ტონის კონცეფცია, როგორც ჩანს, მისთვის ძალიან ნაცნობი ცუდი რწმენის მტკიცებულებაა: „ჩემთვის ეს ყვითელი სურათები ყოველთვის ერთ რამეს ნიშნავდა: თეთრს“.

მეცნიერი ლიზა ნაკამურა ამტკიცებს, რომ ციფრულმა განხეთქილებამ კიბერსივრცეს „გათეთრებული“ პერსპექტივა მისცა და უნივერსალიზმის ოცნება ბევრ ადრეულ ჩატში გახდა შესაძლებლობა, სხვა რასების ავატარების მიღებით იდენტობის მრავალფეროვნება მიეღოთ. საბოლოო ჯამში კი შფოთვა, რომელსაც ემოჯის ფერის შერჩევისას განიცდიან, იდენტობისა და თვითგამოხატვის რთული დილემების მიმოხილვაა. ყოველი ჩვენგანი კი თავად წყვეტს, როგორი დატვირთვით გამოიყენებს კონკრეტულ ტონს.

წყარო: The Wired

თიბისის მომხმარებლები Android-ისა და WearOS-ის მოწყობილობებზე Google Pay-ით ისარგებლებენ

Monolink მსმენელის წინაშე დღეს, 22 ნოემბერს წარდგება