in

პროგრამა, რომლითაც ფოტოზე ემოციის ამოცნობა შეიძლება

“Microsoft”ის ინჟინრებმა “Project Oxford”-ის ფარგლებში ახალი პროგრამა “Emotion API” შექმნეს, რომელიც ფოტოზე ადამიანის ემოციურ მდგომარეობას აფიქსირებს. გაბრაზებას, სიხარულს, გაოცებას და სხვა ემოციას პროგრამა პროცენტულად ანგარიშობს და შედეგს რამდენიმე წამში აფიქსირებს.

პროგრამის დემო ვერსიის ნახვა შეგიძლიათ Emotion API საიტზე. ფოტო, რომელსაც ატვირთავთ 4 mb-ს არ უნდა აღემატებოდეს. პროექტი შემუშავების პროცესშია და მისი სრულყოფილი შეფასება უადგილო იქნება.

“Project Oxford” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც “Microsoft”-მა წამოიწყო. “Project Oxford”-ის ძირითადი მიზანი ალგორითმების შექმნაა, რომლებიც კომპიუტერის და ადამიანის ურთიერთობას გააადვილებს.

Emotion-API-Microsoft-2

დეკორატიული ბალიშები – შემთხვევით დაწყებული ბიზნესი

ხელის საფენის ორიგინალური შეფუთვა