18
Jul
2018

Emotions are Georgia – საქართველო ახალ კამპანიას იწყებს

18 Jul 2018

Elit Electronics


Emotions are Georgia – ასე ჰქვია ახალ კამპანიას, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მომზადდა. კამპანია სრულად აგებულია ტურისტების შთაბეჭდილებებსა და ემოციებზე საქართველოში მოგზაურობისას და მასზე Windfor’s-მა იმუშავა. როგორც ცნობილი გახდა, 2017 წელს, საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიამ აქტიური ზრდა განაგრძო – საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1,182,534 -ით გაიზარდა და პირველად გადააჭარბა 7 მილიონს.

პროექტის ავტორების განცხადებით, საქართველო სტუმარ-მასპინძლობის უნიკალური ფენომენის მქონე ქვეყანაა, სწორედ ამ ფენომენის, უნიკალური ბუნების, კულინარიის, ქართული ღვინის, გართობის, 4 სეზონიანი კურორტების წყალობით, ტურისტები წარუშლელი შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან სამშობლოში და თითოეულ ასეთ შთაბეჭდილებას აზიარებენ სოციალურ ქსელებში. კამპანიის ავტორებმა 7 მილიონი ვიზიტორის მიერ სოციალურ ქსელებში გაბნეული ეს ემოციები ერთად შეაგროვეს და პირველად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, საქართველოს ციფრული გზამკვლევი შექმნეს. http://emotionsaregeorgia.com

კამპანია მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ვებ გვერდი, ვიდეორგოლი, წიგნი, გარე რეკლამა.
ვებგვერდი: ტურისტებს შესაძლებელობა ექნებათ, დააგენერირონ მათ ინტერესებზე მორგებული, ქვეყნის პერსონალიზირებული გზამკვლევი. ასევე, ნახონ მათი კონტრიბუცია პოსტის სახით.
ვიდეორგოლი: შედგება ორი ნაწილისგან, პირველ ნაწილში შერჩეული პოსტების მეშვეობით, ვმოგზაურობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ვიდეოს ახმოვანებენ თავად პოსტის ავტორები. მეორე ნაწილში, კი დამატებულია გრაფიკული ელემენტი, რომელიც აღწერს ამ პოსტების შეგროვების და ანალიზის მეთოდს და მოუწოდებს მაყურებელს თავისი გზამკვლევის დაგენერებისკენ.
წიგნი: შეიქმნა 3 წიგნი – ღვინო და გასტრონომია, ბუნება და თავგადასავლები, ისტორია და კულტურა.

განხილვა