რთული საუბრების თავიდან არიდებას ყველაფრის ფასად ვცდილობთ ხოლმე, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩვენს ცუდ მუშაობას, კონფლიქტებს, პერსონალურ თუ სხვა საკითხებს შეეხება, რთული საუბრები გვაშინებს და ტვინში გაქცევის ან ბრძოლის მექანიზმი აქტიურდება. უფრო ხშირად თავდაცვით რეჟიმში ვვარდებით და გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ასეა თუ ისე, პროცესში მრავალი ემოცია იჩენს თავს, ჩვენ კი მოგიყვებით, როგორ უნდა უპასუხოთ ადრესატის ემოციებს რთული საუბრების დროს:
1. გაღიზიანება
გაღიზიანება დიდად არ განსხვავდება სხვა ემოციებისგან, აქაც გვაქვს შესაბამისი ხარისხი და დონეები. როცა მაღალია შიში მართავს ჩვენს ემოციებს ან საქმე რაღაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანს შეეხება… ზოგჯერ ეს ჰორმონების ბრალიც შეიძლება იყოს, რის გამოც სხვებზე მარტივად შეიძლება, ავტირდეთ. ახლა კი გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ:
- სხვების თანდასწრებით გაბრაზება, განსაკუთრებით კი სამსახურში, ცოტა უხერხულობას იწვევს. ამიტომ, უმჯობესია, უპასუხოთ ემოციას და არა, მიღებულ შეტყობინებას. ჰკითხეთ: შესვენება, საპირფარეშოში გასვლა ან თქვენი მეგობრისგან მხარდაჭერის მიღება ხომ არ გესიამოვნებოდათ? როგორ შევძლებ ამ პროცესში თქვენს დახმარებას?
- თავი აარიდეთ შემდეგ ფრაზებს: ვიცი, როგორ გრძნობ თავს /ვიცი არ არის მარტივი / არც მე მომწონს მსგავსი რაიმეს გაზიარება… აირიდეთ თავიდან ნებისმიერი წინადადება, რომელიც „მე“-თი იწყება და თქვენ გიკავშირდებათ, რადგან არ იცით, როგორ გრძნობს თქვენი კოლეგა თავს და არც უნდა იცოდეთ — ეს ამბავი თქვენ საერთოდ არ გეხებათ.
2. ბრაზი
ინტენსიური ემოციაა, ტვინს ამოძრავებს და ლოგიკას გვერდით ტოვებს. ხშირად, არაფერი გვესმის, სანამ ინტენსივობა არ დაიკლებს ან სანამ თავადვე არ დავამთავრებთ სათქმელს… ამიტომ, ქვემოთ გეტყვით, როგორ მიიღოთ ბრაზი:
- მოუსმინეთ და შეჩერდით. ნება მიეცით, გათავისუფლდნენ. როგორც კი თავიანთი იმედგაცრუებებისგან დაიცლებიან, თქვენც იმ მიდგომას მიმართეთ, რომელსაც გაბრაზებულზე გამოიყენებდით: ჰკითხეთ, შესვენება ხომ არ უნდა ან როგორ შეგიძლიათ დახმარება. თუ მათი ბრაზი შეუსაბამო გახდება, შეაჩერეთ საუბარი, ყველას მიეცით შესვენებისთვის დრო, რათა თავიანთ ემოციებზე დაიბრუნონ კონტროლი.
- ჩვეულებრივ კი თავდაცვისა და ბრძოლისკენ ვართ ამ დროს მიდრეკილნი, მაგრამ ასე არ მოიქცეთ, ეს ყველაფერს გააუარესებს. ამიტომ, ბრაზს ბრაზით ნუ უპასუხებთ.
3. უარყოფა
როცა გონებას არ მოსწონს მოსმენილი, უარყოფის რეჟიმში გადავდივართ. გონებაში ბარიერებს ვაწესებთ, რათა დავბლოკოთ ემოციები და დავარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ ასე არ ხდება…
- გაიმეორეთ ფაქტები და გაიხსენეთ რეალური სიტუაცია, განმარტეთ შემდგომი ნაბიჯები. იკითხეთ: რაც გითხარით მნიშვნელოვანია? ხვდებით ეს რას ნიშნავს და რა მოხდება შემდგომ?
- ზოგიერთ ადამიანს დრო სჭირდება ინფორმაციების გადამუშავებისა და მიღებისთვის. ამიტომ, მათთვის ამის მყისიერად მოთხოვნა, არ იქნება მართებული. ასე კიდევ უფრო მეტ უარყოფას მიიღებთ. თავი აარიდეთ იმედგაცრუებებს, სხვისთვის იმის კარნახს, თუ როგორ უნდა მიიღონ ეს საუბარი ან გააკეთონ განაცხადები. დასვით კითხვები იმის ნაცვლად, რომ მათ ინფორმაციების გადამუშავებაში დაეხმაროთ.
4. ჰმმ…
მაშინ გვესმის ხოლმე, როცა ადამიანებს ნაკლებად ადარდებთ კონკრეტული სიტუაცია. თითქოს გულგრილობასა და ინტერესის ნაკლებობაზე მიუთითებს…
- ამიტომ, ჰკითხეთ: ყველა საჭირო ინფორმაცია გაქვთ? შედეგს, შემდგომ ნაბიჯებსა და მოლოდინებს იაზრებთ? როგორ შემიძლია თქვენი მხარდაჭერა? ამის შემდგომ შეხვედრა დაასრულეთ, თუმცა თვალი ადევნეთ მათ და როცა საჭიროდ ჩათვლით, ამ საუბარს დაუბრუნდით.
- ნუ აქცევთ ამ საკითხს დიდ პრობლემად თუ ისინი ცოტა გულგრილები ჩანან. ეს, შესაძლოა, უფრო სიღრმისეული ემოციის შენიღბვა იყოს ან მიგვითითებდეს იმაზე, რომ მათ საუბარი გააზრებული არ აქვთ. ესაუბრეთ მანამ, სანამ სასურველ რეაქციას არ მიიღებთ.
5. ცნობისმოყვარეობა
რთული საუბრები ბევრ უპასუხო კითხვას აჩენს, როცა კითხვები ეფექტური კომუნიკაციის საფუძველია. ამიტომ, ახლა გეტყვით, როგორ მოუსმინოთ ცნობისმოყვარეობით და როგორ უპასუხოთ ამ შეკითხვებს:
- ჰკითხეთ: რაიმე აზრის გაზიარება ხომ არ გინდათ? როგორ გაგრძნობინებთ ეს ინფორმაცია თავს? გსურთ ამაზე საუბარი?
- ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი ლაპარაკი. ნუ დაამთავრებთ საუბარს, სანამ სათქმელს არ დაასრულებენ ან მოგაწვდიან საკმარის პასუხებსა თუ ინფორმაციას. თავი აარიდეთ სიცილს ნებისმიერ კითხვასა თუ კომენტარზე.
6. პოზიტივი
ზოგჯერ რთული საუბრები არც ისეთი აღმოჩნდება, როგორსაც ველით ხოლმე… ამიტომ, საუბრის დაწყება შვებას ჰგავს…
- იკითხეთ: ხომ არ ისურვებდი მეტის გაზიარებას შენს გრძნობებზე და რატომ? კიდევ ხომ არ არის რაიმე, რითაც შევძლებ შენს დახმარებას? თვალი ადევნეთ მათ და დაუბრუნდით საუბრის გარკვეულ ნაწილებს თუ ამას საჭიროდ ჩათვლით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ემოციები ცვალებადია.
- პოზიტიურმა პასუხმა, შესაძლოა, მოულოდნელობის განცდა შექმნას, ამიტომ მნიშვნელოვანია საკუთარი ემოციების მართვა როგორც ვიზუალურად, ისე ვერბალურად. მოერიდეთ საუბრის შეწყვეტას ან იმის გადაწყვეტას, რომ ეს დადებითი დამოკიდებულება ბოლომდე დადებითი დარჩება…
დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ საუბრის დროს ემოციებზე დაკვირვება კომუნიკაციაში ადამიანურ ფაქტორებს ამკვიდრებს. შესაბამისად, ურთიერთგაგებას უწყობს ხელს და სასურველი შედეგის მიღწევასაც ამარტივებს.