in

საინტერესო პოდკასტი | ემოციების დიდი წიგნი: გზამკვლევი მშობლებისა და შვილებისთვის

რამდენად კარგად იცნობთ საკუთარ და საკუთარი შვილის ემოციებს?

ჩვენს ცხოვრებაში ემოციებისა და გრძნობების ადგილი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდია. პაოლო სორენტინოს ფილმის, Youth-ის ერთ-ერთი პერსონაჟის ფრაზით: „You say emotions are overrated. Emotions are all we got“. მართლაც, ემოციების გარეშე ჩვენი ცხოვრება ბევრად მოსაწყენი იქნებოდა, ვიდრე ახლაა.

შიშს, ზიზღს, ბრაზს, სიხარულს, სევდას, გაოცებას — მათ ყველას სჭირდება მართვა. მართვას კი — ცოდნა. სწორედ ამ ცოდნის ერთ-ერთ წყაროზეა დღევანდელი პოდკასტი.

ემოციების დიდი წიგნის მიზანია, მშობლისა და შვილისათვის მეტად ნათელი გახადოს ემოციების მნიშვნელობა, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, ისწავლონ ემოციების იდენტიფიცირება და მიღება და რაც მთავარია, მათი მართვა.

პროექტის ავტორების და სოლოს მხარდაჭერით ეს წიგნი უკვე ხელმისაწვდომია ულამაზესი ილუსტრაციებით და სწორედ მისი ავტორია დღეს ჩვენი სტუმარი, ქეთი დალინკევიჩი, კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, რომელთანაც ვისაუბრებთ როგორც წიგნზე, ასევე, ზოგადად, ემოციებზე.

 

ზღვის არსებები, რომლებსაც პლასტმასა ანადგურებთ — კამპანია

არქტიკის ოკეანე 2030 წლისთვის ყინულის გარეშე დარჩება! — IPCC-ის კვლევა