in

როგორ გამოვხატოთ ემოციები? — ფსიქოლოგიური ტექნიკები

M2
M2

ემოციების გამოხატვა საკმაოდ რთული ამბავია… ერთია ჩვენი ემოციების სიტყვებით აღწერა და მეორე ის, თუ როგორ გამოხატავს ჩვენი სხეული მათ. ეს პროცესი ჯერ თქვენი გრძნობების გააზრებას მოიცავს, შემდეგ კი კარგად ნაფიქრ მიდგომას, თუ როგორ გააზიაროთ ისინი. ამიტომ, ქვემოთ სწორედ ამ საკითხებზე გესაუბრებით, მოგიყვებით, როგორ უნდა გამოხატოთ და როგორ არ უნდა გამოხატოთ თქვენივე ემოციები. მანამდე კი ერთ ფაქტს გაგიზიარებთ: მკაფიო კომუნიკაციაში მშვიდად ყოფნა დაგეხმარებათ, რისთვისაც ფსიქოლოგიაში დანერგილ შემდეგ პრაქტიკებს უნდა მიმართოთ:

  • შეჩერდით მანამ, სანამ პასუხს გასცემთ — ცოტა დრო ჯერ ემოციების გააზრებას დაუთმეთ მანამ, სანამ მათ გამოხატვას დაიწყებთ. მცირე ასახვა რეაქტიული აფეთქების პრევენციას შემოგთავაზებთ.
  • ფოკუსირდით კონკრეტულ მომენტზე — მიმართეთ იმას, რასაც აწმყოში, დროის მოცემულ მომენტში, გრძნობთ და არ დაიწყოთ წარსულსა თუ მომავალზე ფიქრი. 
  • გამოიყენეთ მე განცხადებები — თქვენი ემოციები ისე გამოხატეთ, რომ თქვენივე გამოცდილებას ასახავდეს, რათა დანაშაულის გრძნობის გარეშე შეძლოთ უკეთ გააზრება. 
  • შეინარჩუნეთ კეთილგანწყობა — ემოციური საუბრები საკუთარი თავისა და სხვებისადმი კეთილგანწყობით წარმართეთ.

თუმცა თქვენივე ემოციური მდგომარეობის უკეთ გააზრება რომ შეძლოთ, კარგი იქნება თუ გრძნობებს, ემოციებსა და განწყობას შორის დაინახავთ განსხვავებას — ემოციები ინტენსიურია და ხშირად კონკრეტულ ცხოვრებისეულ მოვლენებს ებმის, მაგალითად, როცა კარგი ამბის გაგების შემდეგ, აღელვებული ვართ. გრძნობები კი ემოციების უფრო სუბიექტური ინტერპრეტაციაა, მაგალითად, აღელვების ბედნიერებად ან სიამაყედ აღქმა. ხოლო განწყობა ზოგადი მდგომარეობაა, როგორიცაა დღის მანძილზე ბედნიერი ყოფნა.

როგორ გამოვხატოთ ემოციები უკეთ?

როგორც უკვე გითხარით, ემოციების გამოხატვისთვის ჯერ მათი გაცნობიერება დაგჭირდებათ, შემდეგ კი თავდაჯერებაც, რაც უკვე სხვისთვის გაზიარებას შეგაძლებინებთ:

დააკვირდით — ყურადღება გაამახვილეთ თქვენს შინაგან მდგომარეობაზე დღის მანძილზე და აღნიშნეთ, რა სიტუაციები ზემოქმედებს თქვენსავე ემოციებზე. 

იპოვეთ შემოქმედებითი გზები დაწერეთ, დახატეთ ან გააკეთეთ ნებისმიერი რამ, რაც კვლევისკენ გიბიძგებთ და იმ ემოციების გამოხატვაშიც დაგეხმარებათ, რომელთა სიტყვებით გადმოცემა რთულია. 

ივარჯიშეთ ღიაობაზე ივარჯიშეთ თქვენთვის სანდო ადამიანთან მცირე ემოციების გაზიარებაზე და თანდათანობით უფრო სიღრმისეული ემოციების გამოხატვასაც შეძლებთ. 

ისწავლეთ ემოციების ენა — განასხვავეთ ემოციები ერთმანეთისგან, რათა ზუსტად იმის გამოხატვა შეძლოთ, რასაც რეალურად გრძნობთ. მაგალითისთვის, დააკვირდით, რა სხვაობაა იმედგაცრუებასა და ბრაზს შორის. 

როგორ არ უნდა გამოვხატოთ ემოციები?

კონკრეტული ჩვევები ხშირად ხელს გვიშლის ემოციების ეფექტურად გამოხატვაში და არასაჭირო დაძაბულობასაც ქმნის ხოლმე. ამიტომ, ახლა ამ ჩვევებზე მოგიყვებით, თქვენ კი ეცადეთ, მომავალში თავი აარიდოთ:

ემოციების ჩახშობა — ემოციების გვერდით გადადება სტრესამდე და ემოციების აფეთქებამდე მიგიყვანთ. 

განზოგადებული ფრაზებით საუბარი — მაგალითისთვის ისეთი ფრაზები, რომლებიც მოიცავს შენ ყოველთვის / შენ არასდროს ხშირად კონფლიქტს წარმოშობს…

პასიური აგრესიის გამოყენება — ირიბად საუბარი, რაშიც სარკაზმიც მოიაზრება, ნამდვილ გრძნობებს ფარავს და სხვებსაც აბნევს. 

ზედმეტად განზოგადება — თავი აარიდეთ კონკრეტული მოვლენებისთვის იარლიყის მინიჭებას მანამ, სანამ მისი ნამდვილი სახე არ გამოვლინდება. 

იმის ცოდნა, თუ როგორ გამოვხატოთ ემოციები, მკაფიო და კონსტრუქციულ კომუნიკაციაში დაგეხმარებათ. ასე სტრესსაც აიცილებთ თავიდან, დაძაბულ ურთიერთობებსაც და ყველაფერს, რაც ემოციების ჩახშობას მოსდევს შედეგად. ახლა კი ისიც გავიგოთ, თუ როგორ გამოვხატოთ ემოციები ურთიერთობებში.

4 ტექნიკა ურთიერთობებში ემოციების გამოსახატავად

ჯანსაღი ურთიერთობებისთვის და სიღრმისეული ემოციური კავშირის დასამყარებლად, შემდგომი 4 ტექნიკა გამოგადგებათ:

1. დაიწყეთ დაფასებით: რთული საუბრები მადლიერების გამოხატვით დაიწყეთ, რომ მადლიერი ხართ ამ ურთიერთობისთვის, რათა პოზიტიური ტონი ჩამოაყალიბოთ. 

2. ივარჯიშეთ აქტიურ მოსმენაზე: გაიმეორეთ ის, რასაც თქვენი პარტნიორი გეუბნებათ, რათა აჩვენოთ, რომ მათ პერსპექტივას იზიარებთ. 

3. იყავით მოკრძალებული: ემოციები ისე ჩამოაყალიბეთ, რომ დიალოგში ჩართვისკენ უბიძგებდეს პარტნიორს და ამ პროცესში თავდაცვის პოზიციაში არ ამყოფებდეს — მინდა აგიხსნა, როგორ მაგრძნობინებს ეს სიტუაცია თავს.

4. შეისვენეთ, თუ საჭიროა: თუ თვლით, რომ კონკრეტული საუბრისთვის მზად არ ხართ, თავისუფლად შეგიძლიათ, პარტნიორს მისი სხვა დროისთვის გადადება სთხოვოთ და ყველაფრის მაშინ განხილვა, როცა თავს მშვიდად იგრძნობთ. 

სულ ეს იყო, თუმცა ემოციებს გამოხატვის გარდა, მართვაც სჭირდება… და თუ გაინტერესებთ, როგორ უნდა მართოთ ემოციები, მაშინ მარკეტერის 8 რჩევას უნდა გაეცნოთ.

საქართველოში Global Game Jam BTU-ში გაიმართა

LinkedIn-ს თქვენთვის გამოწვევა აქვს — გამოდით კომფორტის ზონიდან!