რა არის სიყვარული? – ამ კითხვაზე იმდენი განსხვავებული პასუხი არსებობს, რამდენი ადამიანიცაა, თუმცა ყველა პასუხს ერთი რამ აერთიანებს – მას, რასაც სიყვარულად თვლით, აუცილებლად მოაქვს ბედნიერების განცდა.
„ჩვენთვის მომხმარებელთან პირადი ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ გადავწყვიტეთ, ემოციები, სიყვარული თქვენამდე მოგვეტანა და პროდუქტების გარდა, გამოგვეგზავნა ის, რაც არამატერიალურია – დადებითი ემოციები, სიყვარული და ბედნიერების შეგრძნება, გვეჩვენებინა, თუ როგორი ძვირფასია თითოეული თქვენგანი“, – ამბობენ More Beauty-ში.
ამბავი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როცა More Beauty-მ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გათამაშების ფარგლებში, გამომწერებს ჰკითხა, თუ რა არის მათი აზრით სიყვარული. 1000-ზე მეტი პასუხი მიიღეს და ყველა მათგანი გულისყურით წაიკითხეს.
ყველას აზრი მოისმინეს, შემდეგ კი, კომენტარები შეაგროვეს და ახლა სურთ, მიღებული ემოციების პასუხად, თავადაც გაავრცელონ სიყვარული, ბედნიერება და აგრძნობინონ მომხმარებლებს, თუ როგორი განსაკუთრებულები არიან.
ამ მიზნით, ვალენტინობისთვის, უჩვეულო და ყველაზე „შეყვარებული კამპანია“ წამოიწყეს. პირველად საქართველოში, მომხმარებლები პროდუქტს მიიღებენ შეფუთვით, რომელზეც დატანილი იქნება მათივე სახელები, გვარები და კომენტარები.
როგორც აცხადებენ მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში აქამდე არ ყოფილა. ადამიანები პროდუქტს ასეთი შეფუთვით მიიღებენ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.
მსგავსი შეფუთვით More Beauty-ის პროდუქტი პირველმა ადრესატებმა უკვე მიიღეს კიდეც და თავიანთი სიხარული და აღფრთოვანება სხვებსაც გაუზიარეს. შეგიძლიათ, თავადაც გაეცნოთ Facebook-ზე, More Beauty-ის ოფიციალურ გვერდზე და სასიამოვნო ემოციებით დაიმუხტოთ
View this post on Instagram
კამპანიაზე მუშაობისას შთამაგონებელი სწორედ ეს – ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭების იდეა იყო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა More Beauty მომხმარებელს მსგავს არაკომერციულ სიურპრიზებს სთავაზობს და გეგმავენ, რომ მთელი წლის განმავლობაში მსგავსი ემოციური კამპანიებით ისინი კვლავ გაანებივრონ.
More Beauty – მეტი სილამაზე მეტი კომპლიმენტისთვის!
[პარტნიორის კონტენტი]