in

საჩუქრებით შექმნილი ბედნიერების ჯაჭვი — „ემოთის” კამპანიის შეჯამება

სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს ყოველდღიურობაში „ემოთი” გამოჩნდა — უნიკალურ ალგორითმზე დაფუძნებული სასაჩუქრე აპლიკაცია, რომელიც საჩუქრის არჩევისა და გაცემის პროცესს ამარტივებს და სასიამოვნო გამოცდილებას გვიქმნის.

ემოთის სჯერა, რომ საჩუქრებს ადამიანების გაბედნიერება შეუძლიათ. სწორედ ამ გზით ქმნის საყვარელი ადამიანებისთვის სასიხარულო მიკრომომენტებს და დიდი ბედნიერების ჯაჭვის შექმნას ისახავს მიზნად. დიდი ჯაჭვის პირველი რგოლები კი, აპლიკაციის გაშვების აღსანიშნავად უკვე გადაებნენ ერთმანეთს.

ემოთიმ, თავისი უნიკალური ალგორითმის გამოყენებით, 300-ამდე მეგობარს შეურჩია მათთვის შესაფერისი საჩუქარი და სრულიად მოულოდნელად მათ ყოველდღიურობაში საჩუქრები გააჩინა — ემოთის სასიხარულო ემოციებით სავსე ყუთები. სწორედ ასე გაიელვეს ბედნიერების პირველმა ნაპერწკლებმა და დიდი ჯაჭვის პირველი რგოლებიც გადაებნენ ერთმანეთს.

თუ რა ემოციები გამოიწვია ემოთის მოულოდნელმა საჩუქრებმა, ადრესატები გვიამბობენ:

ნინა ქარჩხაძე: ძალიან კარგი ემოციები გამოიწვია ჩვენში ემოთიმ, ისეთი საჩუქარი იყო, რომ იტყვიან პირდაპირ დააკვდა ჩვენს ოფისს. ჩემი აზრით, ემოთი ძალიან კარგი იდეაა, ცოტა ისეთია, რომ გამოწვევები ექნება კომუნიკაციის ამბავში. ემოთი არის ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც დაკავებულები არიან და ეს დრო ეპარებათ, მათ დრო არ აქვთ წავიდნენ და საჩუქრები შეარჩიონ, ალბათ ყველაზე მეტად მათთვის არის გამოსადეგი, მეც დამიჭერია ჩემი თავი ამაში და ვიცი, ეს რა გრძნობაც არის, ალბათ უფრო ასეთი ადამიანებისთვისაა ემოთი.

გიორგი რაზმაძე: ძალიან პოზიტიური ემოციები შექმნა ემოთიმ, რომ არ ელოდები და ისეთი სახით მოდის, რა სახითაც მივიღე, თან ვიდეოც მოჰყვა საჩუქარს, თან პოზიტიური შთაბედილება დატოვა და დღე გაამხიარულა. ვფიქრობ, ემოთი განსხვავებულ გამოცდილებას ნერგავს, კულტურული თვალსაზრისით ცნობიერების ამაღლებაზე იქნება სამუშაო, ეს არის სიახლე, მეც რომ დავტესტე საკმაოდ კარგი იყო, როგორც გაცემის პროცესი, როგორც კი მიიღო ადრესატმა და ემოციები რომლებიც გამიზიარა, იყო შთამბეჭდავი, პოზიტიურად ვარ განწყობილი ამ აპლიკაციის მიმართ.

მარიშა გოგოლაური: ემოთიმ სიხარული გამოიწვია, იმიტომ რომ ძალიან მოულოდნელი იყო აპში საჩუქრის ხილვა საყვარელი ტექსტითა და ვიდეოთი. ემოთი ნამდვილად კარგი წახალისებაა, რომ ადამიანებმა სხვა ადამიანები გაახარონ, ვისაც ჰობიდ აქვს საჩუქრებით სხვების გახარება, მათთვის, ალბათ, ყოველდღიურად გამოყენებადი აპლიკაცია იქნება.

თუკი შენც დაინტერესდი ემოთის ჯადოსნურობით, აპლიკაცია ხელმისაწვდომია ეპსთორსა და ფლეისთორში iOS 👉 https://shorturl.at/rCG46

Android 👉 https://shorturl.at/dgpuy. გადმოწერე, გამოცადე და ჩაები ბედნიერების ჯაჭვში!

[R]

Reddit-მა ვიზუალური იდენტობა განაახლა

როგორ მოხვდნენ ნიუტონი, ევკლიდე და ავგუსტუსი „ავერსის“ კამპანიაში?