ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც საჩუქრის არჩევისას ფიქრებსა და ვერსიებში არ დაკარგულა. ხოლო, მაშინ, როცა გულით გინდა საყვარელი ადამიანი გაახარო, ხშირად ჩნდება შიში, რომ სწორ საჩუქარს, ისეთს, რომელიც მიმღებს გაახარებს, ვერ შეარჩევ. ამ დროს კი არჩევის მთელი ეს პროცესი კიდევ უფრო საპასუხისმგებლო ხდება.
მეორე მხრივ, გულით შერჩეული ყოველი ნივთი თუ ემოცია ძვირფასია და საჩუქრის გაჩუქების მთელი პროცესი ამ თბილ გრძნობებად ღირს. საჩუქრის არსიც ხომ სწორედ ისაა, რომ გულწრფელი ემოციებით საყვარელი ადამიანები გავახაროთ და ბედნიერება გავავრცელოთ.
ემოთის სჯერა, რომ საჩუქრები ბედნიერების გრძნობის გაჩენის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეთოდია და მათ იმ მიკრო-მომენტების შექმნა შეუძლიათ, რომლებიც ურთიერთობებს სასიხარულო ემოციებით მუხტავს. სწორედ ამ გზით უნდა ემოთის, ადამიანებში სიხარულის ნაპერწკლები გააჩინოს და გაავრცელოს. ერთმანეთის გახარებით კი დიდი ბედნიერების ჯაჭვის შექმნას ისახავს მიზნად და გულით შერჩეული საჩუქრების მაძიებლებს იხმობს.
ამ მიზნის შესასრულებლად, აპლიკაციაში საჩუქრის არჩევის დროს, ყურადღება ადამიანის უნიკალურ შინაგან სამყაროს ექცევა. პროცესი მარტივია: დარეგისტრირებისას საკუთარი და ადრესატის თვისებების, ინტერესების, გატაცებების შევსებაა საჭირო. ამის შემდეგ უნიკალური ალგორითმი პიროვნული მახასიათებლების „ანაბეჭდს“ ქმნის, რაც ზედგამოჭრილი საჩუქრის შერჩევას შესაძლებელს ხდის. ემოთი სწორედ ის ერთადერთი სასაჩუქრე აპლიკაციაა, რომელიც საჩუქრების გამჩუქებლებსა და მიმღებებს სწორად შერჩეულ საჩუქრებს სთავაზობს. ამ გზით კი, ერთმანეთის სამყაროებს ახლებურადაც გვაცნობს და მათ შერწყმაში გვეხმარება.
ბრენდის ფილოსოფია საჩუქრის შერჩევის სტერეოტიპებზე დაფუძნებულ მიდგომებზე უარს ამბობს, ადამიანების უნიკალურობის სჯერა და გულის ხაზზე გამავალი ემოციების — ბედნიერების გამომწვევი ნაპერწკლების ანთებას ცდილობს. ამასთან ერთად, ემოთის გულწრფელად სჯერა, რომ ადამიანების საჩუქრით გახარებას კონკრეტული მიზეზები არ სჭირდება. მართალია, საჩუქრებისთვის გამოყოფილ კონკრეტულ დღეებს (მაგ., დაბადების დღე, ახალი წელი) არა უშავთ, მაგრამ უმიზეზოდ მიღებულ, თუნდაც, სულ პატარა ნივთს სულ სხვა მნიშვნელობა აქვს. გულით გაცემული ყოველი ასეთი საჩუქარი ემოციის გაზიარების იდეალური საშუალებაა. სწორედ ესაა ემოთის არსებობის არსი.
„სიმართლე ვთქვათ, ისე გადავიღალეთ, აღარც ვიცით, კიდევ თუ ვნერვიულობთ. მართლა მთელი სული და გული ჩავდეთ ჩვენს საყვარელ ემოთიში და ვიმედოვნებთ, ამას აუდიტორიაც შესაბამისად გულგახსნილი შეხვდება და ჩვენსავით შეიყვარებს“, — ემოთის ოჯახი
ასე რომ, თუ ბედნიერების გავრცელების ხელოვნებით შენც ხარ დაინტერესებული, გადმოწერე ემოთი iOS და Android. გაიზიარე საჩუქრის არჩევის უნიკალური გამოცდილება და ჩაები ბედნიერების ჯაჭვში.
სტრატეგია, ბრენდინგი, UI/UX დიზაინი, მობაილ დეველოპენტი – ყველაფერი შექმნილია Leavingstone -ში
[R]