ემპათია სხვების ემოციების შეგრძნებაა და უნარი, წარმოიდგინოთ, როგორ გრძნობენ ისინი თავს. ის არის, რაც დღევანდელ მსოფლიოს ძალიან აკლია… თუმცა კარგი ამბავიც გვაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს თანაგრძნობა სოციალური ინტერაქციების მეშვეობით გავავრცელოთ. ყოველ შემთხვევისთვის საერთაშორისო ჯგუფის ახალი კვლევა ამ დასკვნამდე მივიდა. თუმცა მანამდე ექსპერიმენტები ემპათიის გასაზომად 50-ზე მეტ მოხალისეზე ჩაატარეს.
მონაწილეთა შეფასებამ აჩვენა, რომ თანაგრძნობის დონეები, როგორც თვითმოხსენების, ისე ტვინის სკანირების შემდეგ, სხვების რეაქციებზე დაკვირვების შედეგად იცვლებოდა… სწორედ ამაზე დაყრდნობით ასკვნიან, რომ ზრუნვა და სხვებზე წუხილი, შესაძლოა, საზოგადოებებს შორის ვრცელდებოდეს, თუ, რა თქმა უნდა, ამას საკმარისი ადამიანი აჩვენებს. ამგვარად, გამოდის, ემპათიის ნაკლებობაც გადამდები შეიძლება, იყოს.
ოთხივე ექსპერიმენტში ინდივიდუალური თანაგრძნობის დონე ორჯერ გაზომეს, პირველად მაშინ, როცა მონაწილეებს ვიდეოს აყურებინეს, რომელშიც კონკრეტული პირი ხელზე მტივნეულ სტიმულაციას იღებდა. შემდგომ კი როცა მათ აჩვენეს სხვა ინდივიდები, რომლებიც ამ ვიდეოს პასუხობდნენ. როგორც აღმოჩნდა, სხვების ემპათიის დანახვა მონაწილეებშიც ზრდიდა თანაგრძნობის დონეს, გულგრილობა კი ამცირებდა მას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ემპათია საკმაოდ მოწყვლადი რამ გამოდგა, რომელზეც როგორც ადამიანები, ისე ჩვენ ირგვლივ არსებული გარემო ზემოქმედებს.
საინტერესოა ისიც, რომ მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ მკვლევრებს საშუალება მისცა, ტვინის კონკრეტული რეგიონების ნერვული აქტივობა გაეზომათ — ცვლილებები იყო წინა ინსულას რეგიონში, რომელიც მანამდე ემპათიას უკავშირდებოდა. მათემატიკური მოდელების დახმარებით კი დაადგინეს, რომ თანაგრძნობის ცვლილებებს მეტად სავარაუდოა, დასწავლის საფუძველი ჰქონდეს, ვიდრე იმიტაციის ან ადამიანების სიამოვნების…
„კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენ შეგვიძლია, ემპათიის უნარი ჩამოვაყალიბოთ მოზარდებში ორივე მიმართულებით შესაბამისი ზომების მიღებით“, — აცხადებს გრიტ ჰეინი, ნეირომეცნიერი.
ემპათია კომპლექსური მახასიათებელია, რომელიც ალტრუისტული და სოციალური კავშირების ჩამოყალიბების საშუალებას გვაძლევს, გარკვეულ უპირატესობასაც კი ჩვენს მეგობრებსა თუ მეზობლებში. სხვების პერსპექტივის გააზრების უნარი, შესაძლოა, თანამედროვე ცივილიზაციის ადრეულ საფუძვლებზეც იყოს პასუხისმგებელი, ამას კი მრავალი კვლევა მოწმობს. არც ეს არის პირველი ნაშრომი, რომელიც გვეუბნება, რომ ემპათია გადამდებია, თუმცა მისი შედეგი კვლავ მოწმობს, რომ იგი გამოსადეგი მრავალი სცენარისთვისაა.
„ემპათია ხანგრძლივი რომ იყოს, იგი ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს მოითხოვს. ერთმა ადამიანმა, შესაძლოა, მეორეს პატივი სცეს ისე, რომ არ ჰქონდეს ემპათია მის მიმართ, მაგრამ გამოწვევას ემსგავსება ემპათიის განვითარება თუ სხვას, როგორც ადამიანს, ისე არ სცემენ პატივს ან თუ ეს უპატივცემულობა მიღებულია საზოგადოებაში…“, — განმარტავს ჰეინი.