in

რამდენად დიდი წარმატება მოაქვს ემპათიურობას ბიზნესში?

წარმატებისკენ სვლა ბიზნესებისთვის ინოვაციებსა და მრავალფეროვნებას ნიშნავს, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი საკითხებია. თუმცა ერთი რამ მაინც ყურადღების მიღმა რჩებათ და ეს ემპათიაა — როგორც გუნდის, ისე მომხმარებლების მიმართ. ემპათია ხომ სწორედ სხვა ადამიანების გრძნობების გაგების უნარს ეხება. ამაზე ზრუნვით კი ხელმძღვანელებს ღირებული ინსაითების მიღება და ურთიერთობების გაუმჯობესება შეუძლიათ იმ ადამიანებთან, რომლებიც ორგანიზაციის წარმატებაზე ზრუნავენ.

ემპათიის გამოხატვა თანამშრომლებისადმი

ემპათიის გამოხატვა თქვენი თანამშრომლებისგან უნდა დაიწყოთ. ეს გუნდის შთაგონებასა და მეტად აქტიურ სამუშაო ძალას უზრუნველყოფს, შესაბამისად, გამოფიტვასაც თავიდან აირიდებთ და ჯანსაღ სამუშაო კულტურას შექმნით — თანამშრომელთა 93% რჩება სამსახურში, როცა დამსაქმებლები ემპათიას გამოხატავენ.

პანდემიამ ბევრი ადამიანი დააფიქრა საკუთარ პროფესიულ ცხოვრებაზე, რის გამოც ათასობით დასაქმებული წამოვიდა სამსახურიდან, აქ კი მათ შენარჩუნებაზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს. ხელმძღვანელებმა უნდა განიხილონ თანამშრომლების გრძნობები და საჭიროებები, რათა შექმნან სამუშაო კულტურა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. 

თანაც ემპათიურობით არაჯანსაღი კონფლიქტებისა და არასწორი კომუნიკაციების თავიდან არიდებასაც მოახერხებენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩართულობის, მოტივაციისა და პროდუქტიულობის ზრდაზე. ამგვარად, ემპათიურობა ხელმძღვანელებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უნარად დასახელდა.

ემპათიის გამოხატვა მომხმარებლებისადმი

აქაც ემპათია იმის მოსმენას ეხება, თუ რას გრძნობენ ან ამბობენ მომხმარებლები, რათა მათი საჭიროებები გაიგოთ. ხოლო, როცა ამ ინფორმაციას უკეთესი მომხმარებელთა გამოცდილების უზრუნველსაყოფად გამოიყენებთ, მომხმარებელი თავს დაფასებულად იგრძნობს. ეს უნარი თქვენი ბრენდის განმასხვავებელი ნიშანიც შეიძლება გახდეს. სტატისტიკაც საინტერესო მოსაზრებას გვიზიარებს — მომხმარებელთა 40% მზადაა, უფრო მეტი გადაიხადოს ემპათიურ მომსახურებებში…

გამოდის, ისეთი გამოცდილების შექმნა, რომელიც მომხმარებელთა სურვილებსა და საჭიროებებს ემსახურება, ბრენდს კონკურენტულ უპირატესობას მისცემს. ხოლო, როცა საკუთარ მომსახურებებს აფასებთ, აქ პრიორიტეტი თქვენი მომხმარებლებისთვის უნიკალური პრობლემების დადგენა და მათთან შესაბამისი ქმედებების განსაზღვრა უნდა იყოს. 

ჩართეთ ემპათია ყველგან, სადაც შესაძლებელია

ზემოთ განხილული საკითხებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემპათიურობით უკეთ გაუგებთ თქვენს მომხმარებლებსა და თანამშრომლებს — მომხმარებლების შემთხვევაში, რა სურთ ან სჭირდებათ მათ, შემდგომ კი თქვენს პროდუქტებსა თუ მომსახურებებს შეუსაბამებთ. აი, რაც შეეხება თანამშრომლებს, ემპათიით უკეთესი სამუშაო გარემოს შექმნის შანსი გეძლევათ, სადაც ყველა მზად არის, ბოლომდე დაიხარჯოს. დიახ, ორივე შემთხვევაში ბიზნესზე დადებითი გავლენა აქვს, რის გამოც ემპათია მის გრძელვადიან წარმატებასაც განაპირობებს.

DeepMind-მა მორიგი ინოვაციური AI მოდელი შეიმუშავა

Porsche-ს შთაგონებით, Xbox-ის კონსოლების ახალი დიზაინი შეიმუშავეს