in

Doritos-მა ლიქიორი გამოუშვა!

გაიცანით Empirical x Doritos Nacho Cheese Spirit — დორიტოსის ლიქიორი, რომელიც ბრენდმა Empirical Spirits-თან თანამშრომლობით შექმნა. ყოველ ყლუპში რომ თქვენი საყვარელი ხემსის გემოს იგრძნობთ, ამას, ალბათ, თქმაც არ სჭირდება… ბუნებრივია, ეს გემო არც სასმელების დამზადების ტრადიციული მეთოდებით მიიღება და სწორედ ამიტომ დაიწყეს თანამშრომლობა მარკ ემილ ჰერმანსენსსა და ლარს უილიამსთან, რომელიც სახელგანთქმული რესტორნის, Noma-ს ყოფილი შეფ-მზარეულია და თავადაც ალკოჰოლური სასმელების დამზადების არატრადიციული მიდგომებითაა ცნობილი. 

დორიტოსის ლიქიორის შექმნის თავგადასავალი კი წასახემსებლების არომატის მქონე სპირტებით/სითხეებით დაიწყო, რაც უილიამსის ექსპერიმენტით გაგრძელდა, რომელიც სწორედ დორიტოსს მოიცავდა და სასმელს ჩიფსის საოცარ არომატს აძლევდა. ხოლო, როცა PepsiCo-ს ხელმძღვანელები Empirical-ს ესტუმრნენ, ამ იდეით აღფრთოვანდნენ და ასე დაიბადა მისი კომერციალიზაციის იდეაც. 

ეს შესანიშნავი სასმელი ვაკუუმის დისტილაციის ტექნიკის გამოყენებით მიიღეს, რაც ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, დაბალ ტემპერატურებზე მუშაობს და ავტორებს დელიკატური არომატების შენარჩუნების საშუალებას აძლევს… კოქტეილის რეცეპტებსაც კი გვთავაზობენ, რომლებიც კვლავ ხაზს უსვამს Doritos Nacho Cheese-ის არომატებს. მათ შორის „მარგარიტა“ და კლასიკური Bloody Mary-იც კი გახლავთ. რაც შეეხება ალკოჰოლის შემცველობას, 42%-ს უდრის და 750-მილილიტრიან ბოთლებში 65$-ადაა ხელმისაწვდომი

„როცა ჩემი ფიქრების მართვა ვისწავლე“

KFC ახალ კამპანიაში „ღამის ცვლის გმირებს“ გვაჩვენებს